Skip to content

შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»

«إِنَّ أَدْنَى مَقْعَدِ أَحَدِكُمْ مِنَ الْجَنَّةِ أَنْ يَقُولَ لَهُ: تَمَنَّ فَيَتَمَنَّى، وَيَتَمَنَّى، فَيَقُولُ لَهُ: هَلْ تَمَنَّيْتَ؟ فَيَقُولُ: نَعَمْ، فَيَقُولُ لَهُ: فَإِنَّ لَكَ مَا تَمَنَّيْتَ وَمِثْلَهُ مَعَهُ».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სამოთხეში შესულთაგან ყველაზე დაბალი და უმცირესი ადგილი მას ექნება, ვისაც ალლაჰი ეტყვის: "ისურვე!" და ის ისურვებს, სანამ ყველა სურვილი არ გაახსენდება და არ იტყვის. შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს: "ნუთუ ყველაფერი ისურვე? ის უპასუხებს: " დიახ." მაშინ ალლაჰი ეტყვის: "შენ მიიღებ ყველაფერს, რაც ისურვე, და ამდენივეს დამატებით!"

ჰადისის სარგებლობიდან

ხალხის განსხვავებული მდგომარეობა სამოთხეში.

ყოვლისმოწყალე და უზენაესი ალლაჰის უდიდესი გულუხვობის განმარტება.

სამოთხის მოწყალება არ არის შეზღუდული მხოლოდ კონკრეტული რამით; მორწმუნე იქ ყველაფერს იპოვის, რაც ისურვა და რაც მისი სული ისურვებს, ეს ყველაფერი უზენაესი ალლაჰის წყალობიდან, სიკეთიდან და გულუხვობიდან გამომდინარეობს.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (1/ 167) (182).

მეტი... (8)

مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.

لعلي القاري (9/ 3585).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص1090).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (3/ 348).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (2/ 1292).