Skip to content

ვინც ალლაჰისთვის მეჩეთს ააშენებს, ალლაჰი მას სამოთხეში მსგავს სახლს აუშენებს

გადმოცემულია მაჰმუდ იბნ ლაბიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

რომ 'უსმან იბნ აფფანს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სურდა მეჩეთის გადაკეთება, მაგრამ ხალხს ეს არ მოეწონა და სურდათ, რომ დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იყო. მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც ალლაჰისთვის მეჩეთს ააშენებს, ალლაჰი მას სამოთხეში მსგავს სახლს აუშენებს"».

أَنَّ ‌عُثْمَانَ بْنَ عَفَّانَ أَرَادَ بِنَاءَ الْمَسْجِدِ فَكَرِهَ النَّاسُ ذَلِكَ، وَأَحَبُّوا أَنْ يَدَعَهُ عَلَى هَيْئَتِهِ، فَقَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ: «مَنْ بَنَى مَسْجِدًا لِلهِ بَنَى اللهُ لَهُ فِي الْجَنَّةِ مِثْلَهُ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

'უსმან იბნ აფფანს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სურდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეჩეთის ხელახლა აშენება ისე, რომ ის უკეთესი ყოფილიყო პირვანდელ მშენებლობაზე. თუმცა ხალხს ეს არ მოეწონა, რადგან ეს შეიცავდა მეჩეთის სტრუქტურის შეცვლას იმ სახით, როგორიც იყო იგი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროინდელ პერიოდში. იმ დროს მეჩეთი აშენებული იყო თიხის აგურებით და მისი სახურავი დამზადებული იყო პალმის ფოთლებისგან. 'უსმანს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) კი სურდა, რომ იგი აეშენებინა ქვითა და თაბაშირით. 'უსმანმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ხალხს უთხრა, რომ მოისმინა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ნათქვამი, რომ ვინც ალლაჰის კმაყოფილებისთვის მეჩეთს ააშენებს, არა თავის გამოჩენის ან ქების მიზნით, ალლაჰი მას მის ქმედებაზე საუკეთესო ჯილდოს მისცემს, და ეს ჯილდო არის ის, რომ ალლაჰი მისთვის მსგავს აუშენებს სამოთხეში.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მეჩეთების მშენებლობის წახალისება და ამ საქმის ღირსება.

მეჩეთის გაფართოება და რეკონსტრუქცია ასევე მიეკუთვნება მშენებლობის ცნებას და სარგებლობს ამ ქმედების ღირსებით.

ალლაჰის წინაშე გულწრფელობის მნიშვნელობა ყველა საქმეში.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 97) (450).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2287) (533).

მეტი... (4)

المفهم لما أشكل من تلخيص كتاب مسلم (2/ 131).

شرح النّووي على مسلم (5/14).

التوضيح لشرح الجامع الصحيح (5/537).

البحر المحيط الثجاج في شرح صحيح الإمام مسلم بن الحجاج (12/ 171).