ვინც მომცემს გარანტიას იმის შესახებ, რაც მას ყბებს შორის აქვს, და იმის შესახებ, რაც მას ფეხებს შორის აქვს, მას ვაძლევ სამოთხის გარანტიას
საჰლ ბინ სა‘დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, ალლაჰის მოციქულისგან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, რომ მან თქვა:
«ვინც მომცემს გარანტიას იმის შესახებ, რაც მას ყბებს შორის აქვს, და იმის შესახებ, რაც მას ფეხებს შორის აქვს, მას ვაძლევ სამოთხის გარანტიას».
«مَنْ يَضْمَنْ لِي مَا بَيْنَ لَحْيَيْهِ وَمَا بَيْنَ رِجْلَيْهِ أَضْمَنْ لَهُ الْجَنَّةَ».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ორ საქმეზე, რომლებსაც თუ მუსლიმი დაიცავს, ის სამოთხეში შევა. პირველი: ენის დაცვა იმ სიტყვებისგან, რომლებიც ალლაჰის რისხვას იწვევს, მეორე: სქესობრივი ორგანოების დაცვა უზნეო ქმედებებისგან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხშირად ადამიანები ცოდვებში ვარდებიან ამ ორი ორგანოს საშუალებით.
...:
ენისა და სქესობრივი ორგანოს დაცვა არის გზა სამოთხეში შესვლისთვის.
ენა და სქესობრივი ორგანო განსაკუთრებით გამოირჩნენ, რადგან ისინი ყველაზე დიდი წყაროა ადამიანისათვის განსაცდელის მოტანის როგორც ამქვეყნად, ისე საიქიო ცხოვრებაში.
საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 100) (6474).
მეტი... (11)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
تأليف سليم الهلالي (3/ 9).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
تأليف د.
مصطفى الخِن وغيره (2/ 1035).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (18/ 85).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (6/ 117).
إرشاد الساري لشرح صحيح البخاري.
للقسطلاني (9/ 272).