ალლაჰის გზაზე მტვრით დაბინძურებულ ფეხებს ჯოჯოხეთის ცეცხლი არ შეეხება
აბუ 'აბს აბდურრაჰმან იბნ ჯაბრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ალლაჰის გზაზე მტვრით დაბინძურებულ ფეხებს ჯოჯოხეთის ცეცხლი არ შეეხება».
«مَا اغْبَرَّتْ قَدَمَا عَبْدٍ فِي سَبِيلِ اللَّهِ فَتَمَسَّهُ النَّارُ».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახარა, რომ ვინც ალლაჰის გზაზე ბრძოლაში ფეხებს მტვრით დაიფარავს, ჯოჯოხეთის ცეცხლი მას არ შეეხება.
ალლაჰის გზაზე მებრძოლისთვის სასიხარულო ამბავია ჯოჯოხეთის ცეცხლისგან გადარჩენის დაპირება.
მიუხედავად იმისა, რომ მტვერი მთელ სხეულს ფარავს, მან ახსენა ფეხები, რადგანაც იმ დროს მებრძოლთა უმეტესობა ქვეითად გადაადგილდებოდა, და ფეხები ყოველთვის მტვრით იფარებოდა.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «თუ მხოლოდ ფეხზე მტვრის შეხება ჰყოფნის ჯოჯოხეთის ცეცხლის მათთვის აკრძალვას, მაშინ როგორ იქნება იმ ადამიანის შემთხვევაში, ვინც იშრომა, გაიღო ძალისხმევა და სრულად დახარჯა თავისი შესაძლებლობები».
საჰიჰ ალ-ბუხარი (4/ 20) (2811).
(2/ 7) (907).
მეტი... (8)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 424).
التنوير شرح الجامع الصغير.
للصنعاني (7/ 361).
فيض القدير شرح الجامع الصغير.
للمناوي (5/ 437).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (2/ 911).