Skip to content

ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს».

«السَّاعِي عَلَى الأَرْمَلَةِ وَالمِسْكِينِ، كَالْمُجَاهِدِ فِي سَبِيلِ اللَّهِ، أَوِ القَائِمِ اللَّيْلَ الصَّائِمِ النَّهَارَ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ეხმარება ქვრივ ქალს, რომელსაც ქმარი გარდაეცვალა და არავინ ჰყავს, ვინც მის საქმეებს მიხედავს, ასევე გაჭირვებულ უპოვრებს ეხმარება ფინანსურად, მადლს კი უზენაესი ალლაჰისგან მოელის, მისი მადლი ალლაჰის გზაზე მუჯაჰიდის მადლის მსგავსი იქნება, ან მსგავსი იმისა, ვინც ღამის ლოცვებს ასრულებს დაუღლელად და დღისით მარხულობს შეუწყვეტლივ.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება ერთმანეთის დახმარებისკენ, მხარდაჭერისკენ და უმწეოთა საჭიროებების მოგვარებისკენ.

ღვთისმსახურება ყველა კარგ საქმეს მოიცავს, ქვრივზე და გაჭირვებულებზე დახმარებაც ღვთისმსახურებაა.

იბნ ჰუბაირამ თქვა: ეს ჰადისი გულისხმობს იმას, რომ უზენაესი ალლაჰი მას მარხულის, მლოცველის და მუჯაჰიდის მადლს ერთიანად მისცემს; რადგან ქვრივს ეხმარება მისი გარდაცვლილი ქმრის ნაცვლად, ეხმარება უპოვარს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. ის ხარჯავს თავის ძალებს მათზე და დიდსულოვნად უყოფს მათ სიკეთეს. ამგვარად, მისი ჯილდო გაუთანაბრდა ჯილდოს მარხვისთვის, ღამის ლოცვისთვის და ჯიჰადისთვის.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (7/ 62) (5353).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2286) (2982).

მეტი... (9)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم بن عيد الهلالي (1/ 351).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل بن عبد العزيز المبارك (ص198).

رياض الصالحين (ص107) (265).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (3/ 99).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (275).