გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს?
აბი ად-დარდააისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს? ეს საქმე სჯობს ოქროსა და ვერცხლის დახარჯვას და უკეთესია, ვიდრე მტრის წინაშე გამოსვლა, სადაც თქვენ მათ თავს მოჰკვეთთ და ისინი თქვენსას მოჰკვეთენ». ხალხმა თქვა: «რა თქმა უნდა». მან თქვა: «ეს არის ყოვლისშემძლე ალლაჰის მოხსენიება».
«أَلاَ أُنَبِّئُكُمْ بِخَيْرِ أَعْمَالِكُمْ، وَأَزْكَاهَا عِنْدَ مَلِيكِكُمْ، وَأَرْفَعِهَا فِي دَرَجَاتِكُمْ وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ إِنْفَاقِ الذَّهَبِ وَالوَرِقِ، وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ أَنْ تَلْقَوْا عَدُوَّكُمْ فَتَضْرِبُوا أَعْنَاقَهُمْ وَيَضْرِبُوا أَعْنَاقَكُمْ؟» قَالُوا: بَلَى. قَالَ: «ذِكْرُ اللهِ تَعَالَى».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა თავის საჰაბებს: გსურთ, რომ შეგატყობინოთ საქმეებზე, რომლებიც საუკეთესოა, ყველაზე ღირსეული, ყველაზე დიდი ჯილდოს მომტანი და ყველაზე სუფთა ალლაჰის, ყოვლისშემძლე და დიადი მბრძანებლის წინაშე? და რომლებიც საუკეთესოდ უწყობენ ხელს თქვენი ხარისხების ამაღლებას სამოთხეში? და უკეთესია თქვენთვის, ვიდრე ოქროსა და ვერცხლის ქველმოქმედებაში დახარჯვა? და უკეთესია თქვენთვის, ვიდრე ურწმუნოებთან ბრძოლაში შეხვედრა, სადაც თქვენ მოჰკვეთთ მათ თავებს და ისინი მოჰკვეთენ თქვენსას? საჰაბებმა თქვეს: დიახ, გვინდა ეს. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა მას) თქვა: "ეს არის ალლაჰის ხსენება ყველა დროს, ყველა მდგომარეობასა და ყველა სიტუაციაში".
ალლაჰის ხსენების მუდმივობა, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, უზენაეს ალლაჰთან ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სასარგებლო მორჩილებაა.
ყველა საქმე დაწესებულია უზენაესი ალლაჰის ხსენების დასამყარებლად. {და აღავლინე ლოცვა ჩემი გახსენებისთვის}. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ქააბას გარშემო ტავაფის, საფასა და მარვას შორის სიარულისა და ჯამარათის კენჭების სროლის მიზანი არის უზენაესი ალლაჰის ხსენების დამკვიდრება». გადმოსცა აბუ დააუდმა და ათ-თირმიზიმ.
თქვა ალ'იზზუ იბნ ალ-სალაამმა თავის "ყავაიდში": "ამ ჰადისის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ თაყვანისცემის ყველა სახეობაზე დაჯილდოება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაიღალა ის, ვინც მათ ასრულებს. ხდება ისეც, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰი მცირე საქმეებისთვის უფრო დიდ ჯილდოს ანიჭებს, ვიდრე დიდ საქმეებისთვის. ჯილდო დამოკიდებულია მათი ღირსების ხარისხზე".
თქვა ალ-მანაავიმ თავის ნაშრომში "ფაიდ ალ-ყადიირ": "ეს ჰადისი იმაზე მიანიშნებს, რომ ალლაჰის ხსენება საუკეთესო იყო იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ის იყო მიმართული. თუმცა, თუ საუბარი წარიმართებოდა მამაც მებრძოლზე, რომლის ბრძოლაში მონაწილეობა ისლამს სარგებელს მოუტანდა, მასზე ჯიჰადი ითქმებოდა. თუ ეს იქნებოდა მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც სარგებელს მოუტანდა ღარიბებს, მას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. თუ ეს იქნებოდა ადამიანი, რომელსაც მექქაში მოსალოცად წასვლა შეუძლია, მისთვის ჰაჯობის შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. ხოლო ის, ვისაც ჰყავს მშობლები, მას მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ. ამგვარად ხდება ჰადისების ერთმანეთთან შეთანხმება".
ზიქრის (ალლაჰის ხსენების) ყველაზე სრულყოფილი ფორმა ის არის, როდესაც მას ენა წარმოთქვამს გულთან ჩაღრმავებული გააზრებით. შემდეგ მოდის ზიქრი, რომელიც მხოლოდ გულით სრულდება, მაგალითად, დაფიქრება. შემდეგ მოდის ზიქრი, რომელიც მხოლოდ ენით სრულდება. თითოეულ მათგანზე არის ჯილდო, უზენაესი ალლაჰის სურვილით.
როდესაც მუსლიმი რეგულარულად იყენებს ალლაჰის ხსენების სიტყვებს, რომლებიც კონკრეტულ ვითარებებთან არის დაკავშირებული, მაგალითად, დილის ან საღამოს დადგომისას, მეჩეთში, სახლში ან საპირფარეშოში შესვლა და გამოსვლა და სხვა მსგავსი შემთხვევები, ის ხდება ერთ-ერთ იმათგან, ვინც ალლაჰს ხშირად ახსენებს.
სუნან ალ-თირმიზი (5/ 389) (3377).
სუნან იბნ მააჯაჰ (4/ 705) (3790).
მუსნად აჰმად (36/ 33) (21702).
მეტი... (5)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 513).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (2/ 985).
كنوز رياض الصالحين لمجموعة من الباحثين.
Cited in books
4 Booksმეტი... (3)
- الخطب المنبرية موسوعة الخطب المنبرية (القسم الثاني)«أَلَا أُخْبِرُكُمْ بِخَيْرِ أَعْمَالِكُمْ، وَأَزْكَاهَا عِنْدَ مَلِيكِكُمْ، وَأَرْفَعِهَا فِي دَرَجَاتِكُمْ، وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ إِنْفَاقِ الذَّهَبِ وَالْوَرِقِ، وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ أَنْ تَلْقَوْا عَدُوَّكُمْ فَتَضْرِبُوا أَعْنَاقَهُمْ و
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة" ألا أنبئكم بخير أعمالكم، وأزكاها عند مليككم، وأرفعها في درجاتكم، وخير لكم من إنفاق الذهب والوَرِق، وخير لكم من أن تلقوا عدوكم فتضربوا أعناقهم ويضربوا أعناقكم؟ " قالوا: بلى. قال: ذكر الله تعالى".
- مجموعة زاد الحديث(2)1«أَلا أُنَبِّئُكُمْ بِخَيْرِ أَعْمَالِكُمْ، وَأَزْكَاهَا عِنْدَ مَلِيكِكُمْ، وَأَرْفَعِهَا فِي دَرَجَاتِكُمْ، وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ إِنْفَاقِ الذَّهَبِ وَالْوَرِقِ، وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ أَنْ تَلْقَوْا عَدُوَّكُمْ فَتَضْرِبُوا أَعْنَاقَهُمْ و