Skip to content

ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ორი სიტყვა მსუბუქია ენისთვის, მძიმეა სასწორზე და საყვარელია მოწყალისთვის:სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰანალლაჰილ 'აზიიმ».

«كَلِمَتَانِ خَفِيفَتَانِ عَلَى اللِّسَانِ، ثَقِيلَتَانِ فِي الْمِيزَانِ، حَبِيبَتَانِ إِلَى الرَّحْمَنِ: سُبْحَانَ اللهِ الْعَظِيمِ، سُبْحَانَ اللهِ وَبِحَمْدِهِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო ორ სიტყვაზე, რომლებიც ადამიანს შეუძლია თქვას ძალისხმევის გარეშე და ნებისმიერ ვითარებაში, და იმის შესახებ, რომ სამსჯავროს დღეს მათი თქმისთვის დიდად დასაჩუქრდება, ასევე, რომ ჩვენი მოწყალე ღმერთს, კურთხეული და ამაღლებული, ისინი ძალიან უყვარს. სუბჰანალლაჰილ-'აზიმ, სუბჰანალლაჰი ვა ბი-ჰამდი ჰი /წმიდაა დიადი ალლაჰი, წმიდაა ალლაჰი და დიდება მას/ — ეს სიტყვები გამოხატავს ალლაჰის სიდიადეს, სრულყოფილებასა და მის აბსოლუტურ სისუფთავეს, კურთხეული და ამაღლებულია იგი, ყოველგვარი ნაკლოვანებისგან.

სიტყვების მნიშვნელობა

.....:

ჰადისის სარგებლობიდან

ალლაჰის უდიდესი ხსენება - მოიცავს მის აბსოლუტურ სიწმინდეს და მის ქება - დიდებას.

ამ ჰადისში ნათლად ჩანს ალლაჰის უსაზღვრო მოწყალება თავისი მსახურების მიმართ. ის გულუხვად აჯილდოებს თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო კეთილი საქმისთვის.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 86) (6406).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2072) (2694).

მეტი... (4)

منحة العلام في شرح بلوغ المرام.

لعبد الله الفوزان (10/ 480).

فتح ذي الجلال والإكرام بشرح بلوغ المرام.

لابن عثيمين (6/ 519).