Skip to content

როგორ ხდება ადამიანი მუსლიმი?

مصدر الإجابة
قسم الإسلام | كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 12
الباب / الفصل
(قسم الإسلام)

السؤال

როგორ ხდება ადამიანი მუსლიმი?

الجواب

ისლამის მიღება არ მოითხოვს მსურველისგან მეჩეთში ან სწავლულთან წასვლას, არამედ ყველაფერი, რაც მსურველმა უნდა გააკეთოს, არის რომ თქვას: „ვმოწმობ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და ვმოწმობ, რომ მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია“, სწამდეს მისი მნიშვნელობა, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი თაყვანსაცემი გარდა ალლაჰისა, და დარწმუნებული იყოს მასში, ყველა სხვა სათაყვანებლისა და რელიგიისგან განდგომით, და გულით სწამდეს უზენაესი ალლაჰი, და რომ ის არის უფალი, ყველაფრის მფლობელი და განმკარგველი ისე, როგორც თავად სურს, და სწამდეს ანგელოზების, და რომ ისინი უზენაესი ალლაჰის მორჩილი ქმნილებები არიან, და სწამდეს წიგნების, რომლებიც ალლაჰმა მოუვლინა თავის წინასწარმეტყველებს - მშვიდობა და ლოცვა მათ - როგორიცაა თორა და სახარება, და რომ ყურანი აუქმებს მათ, და ის არის მუჰამედზე (მშვიდობა და ლოცვა მასზე) მოვლენილი წიგნი, და სწამდეს შუამავლების ზოგადად, და მათ შორის ისას (იესოს), მშვიდობა მასზე, რომელიც არის ალლაჰის მსახური და მისი შუამავალი, რომელიც მან შექმნა თავისი სიტყვით, და ეს არის მისი ნათქვამი: (იქმენ) და ისიც იქმნა, განსაკუთრებით თუ ის ქრისტიანი იყო, და რომ მუჰამედი (მშვიდობა და ლოცვა მასზე) არის წინასწარმეტყველთა და შუამავალთა ბეჭედი (უკანასკნელი), მშვიდობა მათზე, და მის შემდეგ არ არის არც წინასწარმეტყველი და არც შუამავალი, და რომ მისი შარიათი აუქმებს ყველა წინა შარიათს, და სწამდეს უკანასკნელი დღის, და მასში იგულისხმება სიკვდილის შემდგომი დაფარული სამყარო, სასჯელი, ნეტარება და აღდგომა, და უკანასკნელი დღე არის განკითხვის დღე, და ეს არის საზღაურისა და ანგარიშსწორების დღე, და სწამდეს ბედისწერისა და განგების, და რომ ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება, ალლაჰმა დეტალურად იცის მის მოხდენამდე, და მან ეს დაწერა დაცულ დაფაზე, და არაფერი ხდება მისი ცოდნის, ნებისა და მისი შექმნის გარეშე, შემდეგ კი ის ნელ-ნელა სწავლობს ისლამის რიტუალებს, განწმენდასა და ლოცვას, და აკრძალულთა მიტოვებას.

المصدر

قسم الإسلام كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 12 قسم الإسلام كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 12

ملاحظات

--