Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

64 of 841 cards

Clear filters
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი, ყოველი ორმოცი ძროხიდან კი ორი წლის მოზარდი, ყოველი ზრდასრულისგან -ანუ მოწიფული- ერთი დინარი ან მისი საფასური სამოსი, იემენში გავრცელებული სამოსისაგან.
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيزكاة بهيمة الأنعام
«ჩვენ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მოგზაურობაში ვიყავით. ის თავისი საჭიროებისთვის წავიდა, ხოლო ჩვენ შევნიშნეთ პატარა ფრინველი, რომელსაც ორი ბარტყი ჰყავდა. ჩვენ ბარტყები ავიღეთ, და როდესაც ფრინველი დაბრუნდა, მან ფრთები გაშალა (შეშფოთდა), შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაბრუნდა და იკითხა: «ვინ დააშორა ეს ფრინველი თავის შვილებს?» შემდეგ ბრძანა: «დააბრუნეთ მისი შვილები მასთან», შემდეგ მან დაინახა ჭიანჭველების ბუდე, რომელსაც ჩვენ ცეცხლი წავუკიდეთ, და იკითხა: «ვინ დაწვა ეს?» ვუპასუხეთ: ჩვენ. მან თქვა: «ჭეშმარიტად, არავის ეკადრება ცეცხლით დასჯა, გარდა ცეცხლის ღმერთისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
التصنيف الشرعيحقوق الحيوان في الإسلام
«ვისაც ორი ცოლი ჰყავს და ერთს მეორეზე მეტ ყურადღებას აქცევს, აღდგომის დღეს მოვა და მისი სხეულის ერთი მხარე დახრილი იქნება»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالعشرة بين الزوجين
«მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيآداب اللباس
«ვედრება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيفضل الدعاء، توحيد الألوهيةموضوعات الحديثالدعاءمحاور التعريف بالإسلاممعنى العبادة، وجوب إفراد الله بالعبادة
«ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს», ვერ შეიგრძნობს სამოთხის სურნელს – ნიშნავს, რომ ის შორს იქნება სამოთხიდან და ვერ იგრძნობს მის კეთილსურნელებას.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة، آداب العالم والمتعلم
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა: ქება-დიდება ალლაჰს ჩვენ მას ვთხოვთ შეწევნას, მას ვთხოვთ მიტევებას, მას შევეფარებით ჩვენი სულების სიავისაგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰის, და ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, «ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!» [ ან-ნისა:1]. «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!» [ალი იმრან : 102] «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით! რათა გამოასწოროს თქვენი საქმეები და გაპატიოს თქვენი ცოდვები. და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!» [ალ-აჰზაბ : 70 - 71]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة، أحكام خطبة وصلاة الجمعة، أحكام وشروط النكاحموضوعات الحديثالذِّكْر، أحكام الأسرة، التقوى، صلاة الجمعة
«ვინც მოინახულებს ავადმყოფს, რომელსაც ჯერ სიკვდილის დრო არ მოსვლია და მასთან იტყვის შვიდჯერ: "ვთხოვ უზენაეს ალლაჰს, დიდებილი არშის ღმერთს, რომ გამოგაჯანმრთელოს", ალლაჰი მას ამ ავადმყოფობისგან გამოაჯანმრთელებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالرقية الشرعية وأحكامها