Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

64 of 841 cards

Clear filters
«ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
التصنيف الشرعيالأذكار المطلقة
«ო, ბილალ! მოუხმე ლოცვისკენ და დაგვასვენე მისით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
التصنيف الشرعيوجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، الأذان والإقامةموضوعات الحديثأحكام الأذان والإقامة، مكانة الصلاة وفضلهامحاور التعريف بالإسلاممحاسن العبادة
«აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
التصنيف الشرعيأحكام المساجد
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
التصنيف الشرعيالصحابة وفضلهم، الأربعون النووية، حق الإمام على الرعية، أهمية السنة ومكانتها
«სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيشروط الصلاة
«არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، الأخلاق الذميمة، آداب الكلام والصمتموضوعات الحديثحفظ اللسان، حسن الخلقمحاور التعريف بالإسلاممحاسن الأخلاق
«როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيفضائل الأعمال الصالحة، آداب السلام والاستئذان
«თუ რომელიმე ჯგუფი თავიანთ მეჯლისში ალლაჰის ხსენების გარეშე ადგება, ისინი ჰგვანან იმას, ვინც მკვდარი ვირის გვერდით იჯდა და ადგა. ეს მეჯლისი მათთვის სინანულის მიზეზი გახდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
التصنيف الشرعيفضل الذكر