Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

130 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (58)
«ვინც დაუმორჩილებლობას გამოიჩენს და საზოგადოებისგან(ჯამაათი) ჩამოშორდება, შემდეგ კი სიკვდილს შეხვდება, ის ჯაჰილიის (უვიცობის) დროის სიკვდილით მოკვდება. ხოლო თუ ვინმე იბრძოლებს სიცრუის ან არეულობის დროშის ქვეშ, გაბრაზებული საკუთარი ტომის გამო, მოწოდებას გააკეთებს საკუთარი ტომის გამორჩეულობისთვის ან თავის ტომს დაიცავს სხვების ჩაგვრისას და მოკვდება, მისი სიკვდილი ჯაჰილიის დროის სიკვდილს დაემსგავსება. ვინც ჩემს საზოგადოებას წინ აღუდგება, მოსპობს როგორც მართალს, ასევე ცოდვილს მისგან, არ დაინდობს არც ერთ მორწმუნეს და არც იმას, ვისთანაც შეთანხმება აქვს დადებული, მას ჩემთან კავშირი არ ექნება, ისევე როგორც მე არ ვიქნები მასთან დაკავშირებული».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالخروج على الإمامموضوعات الحديثأحكام الإمامة، الإخلاص
ჰკითხეს ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცზე, რომელიც იბრძვის სიმამაცისთვის, პატივისთვის ან თავის ჩვენებისთვის: რომელია მათგან ალლაჰის გზაზე? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ყველაზე მაღლა, ის არის ალლაჰის გზაზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيأعمال القلوب، أحكام ومسائل الجهاد وآدابهموضوعات الحديثفضل الجهاد، الإخلاص، الرياء