Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«სუნნადან არის, რომ თუ მუაზინი განთიადის აზანში ამბობს "მოდით გადარჩენისკენ"/ჰაია 'ალალ ფალაჰ/, მაშინ შემდეგ დაამატოს: ლოცვა უკეთესია ძილზე/ას-სალაათუ ხაირუნ მინა ნავმ/».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ ხუზაიმამ, ად-დარააყუტნიმ და ალ-ბაიჰაყიმ.
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ გაწმენდისთვის გამხმარი ნაკელის ან ძვლების გამოყენება და თქვა: «ჭეშმარიტად ეს ორი არ ასუფთავებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ
«აკრძალულია ზიანის მიყენება (თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს».
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ
«როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ