Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

85 of 841 cards

Clear filters
რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
«ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას დაინახავს ან გაიგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არცერთ ხალხთან არ უბრძოლია, სანამ მათ ისლამისკენ არ მოუხმობდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა და ალ-ბაიჰაყიმ.
«მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».
ჰასან საჰიჰ გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ნამდვილი ძუნწი ის არის, ვინც არ წარმოთქვამს ჩემზე დალოცვას (სალავათს), როდესაც ჩემს სახელს მოიხსენებენ მისი თანდასწრებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ "ალ-ქუბრაში" და აჰმადმა.
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი, ყოველი ორმოცი ძროხიდან კი ორი წლის მოზარდი, ყოველი ზრდასრულისგან -ანუ მოწიფული- ერთი დინარი ან მისი საფასური სამოსი, იემენში გავრცელებული სამოსისაგან.
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
"ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა, რომლის ორივე მხარეს ორი კედელია. ამ კედლებში არის ღია კარები, და კარებზე ჩამოფარებულია ფარდები. გზის შესასვლელთან არის მომხმობი, რომელიც ამბობს: "ჰეი ხალხო, შედით ამ სწორ გზაზე ყველანი და ნუ გადაუხვევთ!" ასევე, გზის ზემოდან არის სხვა მომხმობი, რომელიც აფრთხილებს: "თუ ვინმე ცდილობს კარის გაღებას, მას ეუბნებიან: 'გაფრთხილდი, ნუ გახსნი ამ კარს, რადგან თუ გახსნი, მასში შეხვალ.' სწორი გზა არის ისლამი, ორი კედელი არის ალლაჰის საზღვრები, ხოლო ღია კარები არის ალლაჰის აკრძალვები. გზის თავზე მყოფი მომხმობი არის ალლაჰის წიგნი. მეორე მომხმობი, რომელიც გზის ზემოთაა: ალლაჰის გაფრთხილებაა ყველა მუსლიმის გულში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა