Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

85 of 841 cards

Clear filters
«სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
უზენაესი ალლაჰის სიტყვებზე: {და ვინც განიზრახავს იქ ზღვარგადასულობას უსამართლოდ, მას ვაგემებთ მტკივნეულ სასჯელს} [ალ-ჰაჯ: 25] თქვა: «თუ კაცი განიზრახავს იქ უსამრთლობას, ის ( იემენის ქალაქ) 'ადან აბიანშიც რომ იყოს, მას აგემებს ალლაჰი მტკივნეულ სასჯელს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა და ალ-ჰაქიმმა
«რომელი ქალიც გათხოვდება თავისი მეურვის (ვალი) ნებართვის გარეშე, მისი ქორწინება(ნიქაჰი) ბათილია». (ეს სამჯერ გაიმეორა). «თუ ქმარმა მასთან თანაცხოვრება დაიწყო, მაჰრი მას ეკუთვნის იმ სიამოვნებისთვის, რაც ქმარმა მიიღო. ხოლო თუ მეურვეებთან უთანხმოება წარმოიშობა, მაშინ მმართველი იქნება იმ ქალის მეურვე, ვისაც მეურვე არ ჰყავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა და აჰმადმა
«იბრძოლეთ მრავალღმერთიანებთან თქვენი ქონებით, სიცოცხლითა და ენით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
«შეასრულეთ ჰაჯობა და უმრა თანმიმდევრულად, რადგან ისინი შლიან სიღარიბეს და ცოდვებს ისე, როგორც დნობის ღუმელი წმენდს რკინას, ოქროსა და ვერცხლს მინარევებისგან. ხოლო სწორად შესრულებული ჰაჯობის საზღაური არაფერია, გარდა სამოთხისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლთაგან ერთ-ერთისგან — თქვა აბუ 'ამირმა, ნააფი'იმ თქვა: "როგორც ჩანს, ეს იყო ჰაფსა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით)" — რომ მას ჰკითხეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყურანის კითხვის შესახებ. მან თქვა: "თქვენ ვერ შეძლებთ ამას". მას უთხრეს: "მოგვიყევი მის შესახებ". მაშინ მან წაიკითხა ნელა და მშვიდად. აბუ 'ამირმა თქვა, ნააფი'იმ გადმოსცა: "იბნ აბუ მულაიქამ გადმოგვცა: {ალჰამდულილლაჰი რაბბილ 'აალამიინ} [ალ-ფათიჰა: 2], შემდეგ გააკეთე შესვენება, შემდეგ წაიკითხა {არრაჰმანი რრაჰიიმ} [ალ-ფათიჰა: 1], შემდეგ ისევ შესვენება, შემდეგ წაიკითხა {მაალიქი იავმი დდიინ} [ალ-ფათიჰა: 3]".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა