Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

7 of 841 cards

Clear filters
ჩვენ წვიმიან და ბნელ ღამეს გავედით, რათა გვეპოვა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ჩვენთან ერთად ლოცვა შეესრულებინა. როდესაც ვიპოვეთ იგი, მან მითხრა: «თქვი» მე არაფერი ვთქვი. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვი». კვლავ გავჩუმდი. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვი». ვკითხე: რა ვთქვა, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «[სურა] {'თქვი: ის – ალლაჰია, ერთია}, და ორი დამცავი სურა (მუ'ავვიზათანი) დილით და საღამოს სამჯერ, და ეს დაგიცავს ყოველი ცუდისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
التصنيف الشرعيأذكار الصباح والمساء، فضائل السور والآياتموضوعات الحديثأذكار الصباح، أذكار المساء، فضائل السور والآيات
«ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი, გარდა სიკვდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში
التصنيف الشرعيفضائل السور والآيات، أذكار الصلاةموضوعات الحديثفضائل السور والآيات، سنن الصلاة
«ჭეშმარიტად, როცა ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ აჩერებს მის ხელებს, ალლაჰის სასჯელი მალე მოიცავს მათ ყველას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة، ذم المعاصي، حكم الأمر بالمعروف والنهي عن المنكر، تفسير الآياتموضوعات الحديثالأمر بالمعروف والنهي عن المنكر، الظلم، القرآن وعلومه
"მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ იცნობდა სურის (ყურანის თავის) დასასრულს მანამ, სანამ მას არ გამოეცხადებოდა სიტყვები " სახელითა ალლაჰისა მოწყალისა შემწყალებლისა''/ბისმილლაჰი-რრაჰმანი-რრაჰიიმ/."
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა
التصنيف الشرعيمباحث قرآنية عامة، جمع القرآن والرسم العثماني، الوقف والابتداءموضوعات الحديثالقرآن وعلومه
«არ გადააქციოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيآداب تلاوة القرآن الكريم، فضائل السور والآيات، صلاة التطوعموضوعات الحديثتلاوة القرآن، فضائل السور والآيات، صلاة التطوع
«ყურანის მცოდნეს განკითხვის დღეს ეტყვიან: 'იკითხე და ამაღლდი. იკითხე მოზომილად და კარგად, როგორც კითხულობდი მიწიერ ცხოვრებაში, და შენი ადგილი იქნება იქ, სადაც წაიკითხავ ბოლო აიათს».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
التصنيف الشرعيوصف القرآن وفضائله، آداب تلاوة القرآن الكريم، صفات الجنة والنارموضوعات الحديثتلاوة القرآن، القرآن وعلومه، الإيمان باليوم الآخر
«მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيوصف القرآن وفضائله، آداب تلاوة القرآن الكريمموضوعات الحديثتلاوة القرآن، القرآن وعلومه