Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ყველაზე საუკეთესო ზიქრი (ხსენება) არის: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ, ხოლო საუკეთესო ვედრება: ქება-დიდება ალლაჰს/ალჰამდულილლაჰ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და იბნ მააჯამ
التصنيف الشرعيالأذكار المطلقة، أنواع الدعاءموضوعات الحديثالدعاء، الذِّكْر
ერთხელ მე ვიჯექი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან და მან მითხრა: «ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს დასახმარებლად, ვერ დაგეხმარებიან იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
التصنيف الشرعيفضائل أعمال القلوب، تربية الأولاد، الإيمان بالقضاء والقدر، توحيد الألوهيةموضوعات الحديثالدعاء، حقوق الأولاد، الإيمان بالقدر خيره وشره، التوكل، التقوىمحاور التعريف بالإسلاموجوب إفراد الله بالعبادة
«ვედრება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيفضل الدعاء، توحيد الألوهيةموضوعات الحديثالدعاءمحاور التعريف بالإسلاممعنى العبادة، وجوب إفراد الله بالعبادة
«არაფერია ალლაჰისთვის უფრო დასაფასებელი, ვიდრე ვედრება(დუა)».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيفضل الدعاءموضوعات الحديثالدعاء
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო» /ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი.
კარგი თავისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيصفة الصلاة، أذكار الصلاةموضوعات الحديثالدعاء، سنن الصلاة، صفة الصلاة