Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

28 of 841 cards

Clear filters
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა ბრძანა: «ადამის შვილი მაბრალებს სიცრუეს, თუმცა ამის უფლება არ აქვს. ასევე, ადამის შვილი შეურაცხყოფასმაყენებს, თუმცა ამის უფლებაც არ გააჩნია. სიცრუის დაბრალება ის არის, როცა ის ამბობს: 'ის აღარ აღმადგენს ისე, როგორც პირველად შემქმნა'. მაგრამ ჩემთვის თავიდან შექმნაც და ხელახლა აღდგენაც ერთნაირად მარტივია! რაც შეეხება ჩემს შეურაცხყოფას, ეს მისი სიტყვებია: 'ალლაჰს ჰყავს შვილი'. მაგრამ მე ვარ ერთადერთი, სრულყოფილი და თვითკმარი. მე არ გავაჩინე და არც გავჩენილვარ, და არ არსებობს არაფერი მსგავსი ჩემი!“
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«თუ ერთი ალლაჰის მონა დაფარავს (დაიცავს) მეორე მონას ამქვეყნად, ალლაჰი უთუოდ დაფარავს მას განკითხვის დღეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
მოციქულმა (ალლაჰისა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰი, ძლიერი და ყოვლადმაღალი, ბრძანებს: მე ვარ ჩემი მონის ჩემს მიმართ წარმოდგენის შესაბამისად, და მე მასთან ვარ, როცა ის მახსენებს. თუ ის გამიხსენებს თავის გულში, მეც გავიხსენებ მას. თუ ის მიხსენებს საზოგადოებაში, მეც მას ვახსენებ ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უკეთესია, ვიდრე მისი. თუ ის მოახლოებას ცდილობს ჩემთან ერთი მტკაველით, მე ვუახლოვდები მას ერთი იდაყვით. თუ ის მოახლოვდება ჩემთან ერთი იდაყვით, მე ვუახლოვდები მას (ბაა'ით)გაშლილი ორი მკლავის მანძილით. და თუ ის მომიახლოვდება სიარულით, მასთან მივალ სირბილით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩვენი ღმერთი ყოვლადკეთილი და დიდებული ყოველ ღამე ჩამოდის დედამიწის ცაზე მაშინ, როცა რჩება ღამის მესამედი ნაწილი და ამბობს: "ვინ შემევედრება, რომ ვუპასუხო მას? ვინ მთხოვს, რომ მივცე მას? ვინ მთხოვს პატიებას, რომ ვაპატიო მას?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული