Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

26 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
გვიამბო ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ აღსდგება ურწმუნო თავის სახეზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "განა ის, ვინც ამ ქვეყნად ურწმუნოს ფეხებზე ამყოფებდა, არ არის შემძლე, რომ განკითხვის დღეს სახეზე ატაროს?" თქვა ყათადამ: «დიახ, შემძლეა, ვფიცავ ჩვენი ღმერთის სიდიადეს!"
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც. რაც შეეხება ურწმუნოს, ის ამქვეყნად იღებს კეთილი საქმეების სარგებელს, რომელიც ალლაჰისთვის გააკეთა, მაგრამ როდესაც იმქვეყნად გადავა, მისთვის არ დარჩება არანაირი კეთილი საქმე, რომლითაც დაჯილდოვდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: «ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე. მაგრამ ჩემი მონა აგრძელებს ჩემი სიახლოვის ძიებას სავალდებულო ქმედებებზე დამატებითი თაყვანისცემით (ნაფილის შესრულებით), სანამ არ შევიყვარებ მას. როცა შევიყვარებ, გავხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს; მისი მზერა, რომლითაც ის ხედავს; მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ რამეს მთხოვს, აუცილებლად მივცემ მას. თუ ჩემგან დაცვის ძიებას დაიწყებს, აუცილებლად დავიცავ. არაფერში არ ვყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნე მონის სულის გამოყოფაში, რადგან მას სიკვდილი არ სურს, მე კი არ მსურს, რომ მას ტანჯვა მივაყენო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის". მაშინ ალლაჰი ეტყვის: "გინდათ, კიდევ უკეთესი მოგცეთ?" ისინი ჰკითხავენ: "უფალო, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?" ალლაჰი იტყვის: "მე გბოძებთ ჩემს კმაყოფილებას და აღარასდროს ვიქნები უკმაყოფილო თქვენით".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენს საქმეებში დაიცავით საშუალო გზა და იყავით სწორნი. იცოდეთ, რომ თქვენგან ვერცერთი ვერ მიაღწევს გადარჩენას მხოლოდ თავისი საქმეებით». მათ თქვეს: "ო ალლაჰის მოციქულო, და შენც ვერ გადარჩები?" მან უპასუხა: «დიახ, არც მე. თუ ალლაჰი თავისი წყალობითა და სიკეთით მაპატიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა