Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

22 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
გვიამბო ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ აღსდგება ურწმუნო თავის სახეზე?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "განა ის, ვინც ამ ქვეყნად ურწმუნოს ფეხებზე ამყოფებდა, არ არის შემძლე, რომ განკითხვის დღეს სახეზე ატაროს?" თქვა ყათადამ: «დიახ, შემძლეა, ვფიცავ ჩვენი ღმერთის სიდიადეს!"
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც. რაც შეეხება ურწმუნოს, ის ამქვეყნად იღებს კეთილი საქმეების სარგებელს, რომელიც ალლაჰისთვის გააკეთა, მაგრამ როდესაც იმქვეყნად გადავა, მისთვის არ დარჩება არანაირი კეთილი საქმე, რომლითაც დაჯილდოვდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის". მაშინ ალლაჰი ეტყვის: "გინდათ, კიდევ უკეთესი მოგცეთ?" ისინი ჰკითხავენ: "უფალო, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?" ალლაჰი იტყვის: "მე გბოძებთ ჩემს კმაყოფილებას და აღარასდროს ვიქნები უკმაყოფილო თქვენით".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენს საქმეებში დაიცავით საშუალო გზა და იყავით სწორნი. იცოდეთ, რომ თქვენგან ვერცერთი ვერ მიაღწევს გადარჩენას მხოლოდ თავისი საქმეებით». მათ თქვეს: "ო ალლაჰის მოციქულო, და შენც ვერ გადარჩები?" მან უპასუხა: «დიახ, არც მე. თუ ალლაჰი თავისი წყალობითა და სიკეთით მაპატიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული