Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

28 of 841 cards

Clear filters
როდესაც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღსასრული მოახლოვდა, ის ხალათს სახეზე იფარებდა. როცა ხალათი მას ტვირთად მოეჩვენებოდა, სახიდან იხსნიდა და ამ მდგომარეობაში თქვა: «ალლაჰის წყევლა ებრაელებზე და ქრისტიანებზე, რომლებმაც თავიანთი წინასწარმეტყველების საფლავები სალოცავებად აქციეს». ამ სიტყვებით მათ აფრთხილებდა იმ საქციელისთვის, რასაც ისინი ჩადიოდნენ.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
შეკითხულ იქნა: ო ალლაჰის მოციქულო, ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი შენი შუამდგომლობით(ქომაგობით) განკითხვის დღეს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ო აბუ ჰურაირა, ასეც ვფიქრობდი, რომ შენზე წინ არავინ მკითხავდა ამ ჰადისის მნიშვნელობას, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მიისწრაფოდი ჩემი სიტყვების მოსმენისკენ. განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ“».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ერთხელ ალი იბნ აბუ ტალიბმა მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ დაიფიცოთ ტაღუთებით (კერპებით) და არც თქვენი მამებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ჩვენ ერთ დღეს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ირგვლი ვისხედით, ჩვენთან ერთად იყო აბუ ბაქრი, უმარი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი. უეცრად ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წამოდგა, წავიდა და თვალს მიეფარა, ჩვენ ვინერვიულეთ რომ მას არაფერი მოსვლოდა ჩვენს გარეშე, შეგვეშინდა და მის საძებნელად წავედით, პირველი ვისაც შეეშინდა მე ვიყავი და წავედი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსაძებნად, მის ძებნაში მივადექი ანსართაგან ნაჯარის ტომის ბაღის კედელს, მას ირგვლივ შემოვუარე, ვეძებდი შესასვლელ კარებს, და ვერ ვიპოვე, ამ დროს შევამჩნიე პატარა წყლის არხი, რომელიც შედიოდა კედელში გარეთ მდებარე ჭიდან, შევძვერი და შევედი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან მითხრა: «აბუ ჰურაირა», მე ვუთხარი: "დიახ, ალლაჰის შუამავალო", თქვა: «რას აკეთებ?», მე ვუთხარი: "შენ ჩვენთან ერთად იჯექი, შემდეგ უეცრად წამოდექი და თვალს მიეფარე, ჩვენ ვინერვიულეთ და შეგვეშინდა, რომ რაიმე არ მოგსვლოდა ჩვენს გარეშე, პირველი ვისაც შეეშინდა მე ვიყავი, შემდეგ შენს ძებნაში ამ კედელს მოვადექი, მასში არსებულ წყლის არხში, როგორც მელია ისე შემოვძვერი, ხალხი ვინც ჩვენთან ერთად იყო ჩემს უკან მოდიან", მან თქვა: «ო აბუ ჰურაირა», და მომაწოდა თავისი ფეხსაცმელები და თქვა: «წაიღე ჩემი ეს ორი სანდალი და ვისაც შეხვდები ამ კედლის უკან და ვინც გულწრფელად დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, უმახარობლე მას სამოთხე», პირველი ვისაც შემოვხვდი უმარი იყო, მან თქვა: "ო აბუ ჰურაირა რა არის ეს ორი სანდალი, რომელიც გაქვს?" მე ვუთხარი: "ეს ორი სანდალი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ფეხსაცმელებია, მან მომცა ესენი და თან მითხრა, რომ ვინც შემოგხვდებოდა პირველი და ვინც დაამოწმებდა გულით, რომ არ არსებოს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მისთვის მემახარობლებინა სამოთხე", ამ დროს უმარმა მკერდზე ხელი დამარტყა და ზურგით(საჯდომით) დავეცი მიწაზე, და მითხრა: "უკან დაბრუნდი აბუ ჰურაირა", მეც უკან წავედი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას), მე ძლიერ ვტიროდი, უმარი უკან კვალდაკვალ მომყვებოდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო აბუ ჰურაირა რა მოგივიდა?» მე ვუთხარი: "მე შემომხვდა უმარი და მას ის ვუთხარი, რითიც შენ წარმგზავნე, მან კი ისე ძლიერ დამარტყა მკერდზე, რომ ზურგით დავეცი და მითხრა რომ უკან დავბრუნებულიყავი". ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო უმარ, რამ გიბიძგა იმისკენ, რაც გააკეთე?» თქვა: "ო ალლაჰის შუამავალო, ჩემი დედა და მამა გენაცვალოს შენ, შენ ნამდვილად გამოგზავნე აბუ ჰურაირა შენი ფეხსაცმელებით, ვისაც შემოხვდებოდა და ვინც გულით დაამოწმებდა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, რომ მისთვის სამოთხე ემახარობლებინა?" მან თქვა: «დიახ» უმარმა თქვა: "არ გააკეთო ეს, ჭეშმარიტად მე მეშინია, რომ ხალხი მხოლოდ ამის იმედად დარჩება, ვაცადოთ აკეთონ კეთილი საქმეები", ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მაშ აცადეთ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ის იმყოფებოდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) ერთად ზოგიერე მგზავრობაში, და მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მსვიდობა მას) გაგზავნა წამომადგენელი - ამ დროს ხალხი თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ- : «არ დარჩეს არცერთი აქლემის ყელზე საბელი რკალი ან საბელი თოკი შეუჭრელი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული