Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

35 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, როცა ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ აჩერებს მის ხელებს, ალლაჰის სასჯელი მალე მოიცავს მათ ყველას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჰაულა ბინთ თუვაით იბნ ჰაბიბ იბნ ასად იბნ აბდულ-'უზზამ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიახლოვეს გაიარა. მაშინ მე ვუთხარი: "ეს არის ჰაულა ბინთ თუვაითი, და ამბობენ, რომ ის ღამით არ იძინებს", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღამით არ იძინებს?! აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, უდიდესი ჯიჰადიდან არის მართალი სიტყვის თქმა უსამართლო მმართველის წინაშე»
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება. ხალხმა ჰკითხა: "ალლაჰის მოციქულო, განა არ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ მმართველებთან?" მან უპასუხა: «არა, მანამ სანამ ისინი ლოცვას აღასრულებენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენამდე მცხოვრებ ხალხთაგან ერთ მეფეს ჰყავდა ჯადოქარი, როდესაც დაბერდა, მან მეფეს უთხრა: ‘მე დავბერდი, გამომიგზავნე ერთი ბიჭი, რომელსაც ჯადოქრობას ვასწავლი.’ მეფემ მას ბიჭი გაუგზავნა სასწავლებლად, ბიჭი გზაზე მონაზონს ხვდებოდა, ჯდებოდა მის გვერდით და უსმენდა მის საუბარს, რომელიც მოსწონდა. როდესაც ჯადოქართან მიდიოდა, გზად მონაზონთან ჩერდებოდა, როცა ჯადოქართან აგვიანდებოდა, ის მას სჯიდა, ბიჭმა ამ მონაზონს უთხრა ეს. მან უთხრა: "თუ ჯადოქრის შეგეშინდება, უთხარი: ოჯახმა დამაყოვნა, ხოლო თუ ოჯახი დაგსჯის, უთხარი: ჯადოქარმა დამაყოვნა". ერთ დღეს გზაზე დიდი მხეცი დახვდა, რომელმაც ხალხს გზა გადაუკეტა. ბიჭმა თქვა: "დღეს გავიგებ, ჯადოქარი უკეთესია თუ მონაზონი", მან აიღო ქვა და თქვა: "ო ალლაჰ, თუ მონაზონის საქმე შენთვის უფრო მოსაწონია, ვიდრე ჯადოქრის საქმე, მაშინ ეს მხეცი ამ ქვით მოკალი, რათა ხალხმა გზა გააგრძელოს". ბიჭმა ქვა ესროლა, მხეცი მოკლა და ხალხმა გზა გააგრძელა, ბიჭი მონაზონთან მივიდა და ეს ამბავი მოუყვა; მონაზონმა უთხრა: "შვილო, დღეს შენ ჩემზე უკეთესი ხარ, შენ ისეთ მდგომარეობას მიაღწიე, რასაც მე ვერ შევძელი. იცოდე, მალე გამოიცდები, და თუ შეგამოწმებენ, არ გამამხილო". ბიჭი ბრმებს, კეთროვანებს და სხვადასხვა სნეულ ადამიანებს კურნავდა, ერთ დღეს მეფის კარზე მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ბრმა იყო, მასთან მრავალი ძღვენით მივიდა და უთხრა: "ეს ყველაფერი შენია, თუ მხედველობას დამიბრუნებ", ბიჭმა უპასუხა: "მე არავის ვკურნავ, მხოლოდ ალლაჰია, რომელიც კურნავს. თუ ალლაჰს ირწმუნებ, მას შევევედრები და ალლაჰი გაგკურნავს". მამაკაცმა ალლაჰის ირწმუნა და ალლაჰმა მას მხედველობა დაუბრუნა, შემდეგ მეფესთან დაბრუნდა და თავის ადგილზე დაჯდა, როგორც ჩვევად ჰქონდა. მეფემ ჰკითხა: "ვინ დაგიბრუნა მხედველობა?" მან უპასუხა: "ჩემმა ღმერთმა", მეფემ ჰკითხა: "შენ სხვა ღმერთი გყავს ჩემს გარდა?" მან უპასუხა: "ჩემი და შენი ღმერთი ალლაჰია, მეფემ იგი დააპატიმრა და არ შეწყვიტა მისი წამება, სანამ ბიჭის ვინაობა არ გაამხილა, ბიჭი მეფეს მიჰგვარეს". მეფემ მას უთხრა: "შვილო, შენს ჯადოქრობას უკვე იმდენი შეუძლია, რომ ბრმებსა და კეთროვანებს კურნავს", ბიჭმა უპასუხა: "მე არავის ვკურნავ, მხოლოდ ალლაჰია რომელიც კურნავს". მეფემ მისი წამება დაიწყო, სანამ მონაზონის ადგილსამყოფელი არ გაამხილა, მონაზონიც მოიყვანეს და მეფემ უთხრა: "უარყავი შენი რწმენა", მან უარი თქვა. მეფემ ხერხი მოატანინა, მის თავზე დაადო და შუაზე გაჭრა. შემდეგ მეფის მხლებელიც მოიყვანეს და მასაც იგივე ბედი ეწია. ბიჭიც მოიყვანეს და უთხრეს: "უარყავი შენი რწმენა!" მან უარი თქვა. მეფემ თავის მსახურებს უბრძანა: "აიყვანეთ იგი ამა და ამ მთაზე, როცა მწვერვალზე ახვალთ, თუ თავის რწმენას უარყოფს, გაუშვით. თუ არა, გადმოაგდეთ". მათ ბიჭი მთაზე აიყვანეს. მან თქვა: "ო ალლაჰ, როგორც შენ გსურს, ისე დამიცავი მათგან", მთა შეირყა, ყველა მათგანი დაიღუპა, ხოლო ბიჭი მეფესთან დაბრუნდა ფეხით, მეფემ ჰკითხა: "რა დაემართათ შენს მხლებლებს?" მან უპასუხა: "ალლაჰმა მათგან დამიცვა", მეფემ ისევ მსახურებს უბრძანა: "წაიყვანეთ ზღვაში და როცა შუაგულში მიხვალთ, თუ უარყოფს თავის რწმენას, გაუშვით, თუ არა, ჩააგდეთ", მათ ბიჭი ზღვაში წაიყვანეს. მან თქვა: "ო ალლაჰ, როგორც შენ გსურს, ისე დამიცავე მათგან", ნავი გადაბრუნდა და ყველა დაიხრჩო, ხოლო ბიჭი ისევ მეფესთან დაბრუნდა ფეხით. მეფემ ჰკითხა: "რა დაემართათ შენს მხლებლებს?" მან უპასუხა: "ალლაჰმა დამიცვა მათგან", ბიჭმა მეფეს უთხრა: "შენ ვერ მომკლავ, სანამ არ გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი", მეფემ ჰკითხა: "და რა უნდა გავაკეთო?" ბიჭმა უთხრა: "მოაგროვე ხალხი ერთ ადგილას, მიმაბი ხეზე, აიღე ისარი ჩემი ისრის ჩანთიდან, მოათავსე მშვილდზე და თქვი: ალლაჰის სახელით, ამ ბიჭის ღმერთის სახელით და შემდეგ მესროლე. თუ ასე გააკეთებ, მომკლავ". მეფემ ხალხი შეკრიბა, ბიჭი ხეზე მიაბა, აიღო მისი ისარი, მშვილდზე მოათავსა და თქვა: "ალლაჰის სახელით, ამ ბიჭის ღმერთის სახელით", შემდეგ ისარი ესროლა, რომელიც ბიჭს საფეთქელში მოხვდა. ბიჭმა ხელი საფეთქელზე დაიდო და გარდაიცვალა, ხალხმა კი შესძახა: "ჩვენ ვირწმუნეთ ამ ბიჭის ღმერთის!" მეფეს უთხრეს: "ის, რისიც გეშინოდა, უკვე მოხდა! ხალხმა ალლაჰის ირწმუნა!" მეფემ ქუჩებში ღრმა ორმოები გაათხრევინა და ცეცხლი დაანთო. შემდეგ ბრძანა: "ვინც არ უარყოფს თავის რწმენას, ცეცხლში ჩააგდეთ!" ასე გააკეთეს, სანამ ერთმა ქალმა, რომელსაც ჩვილი ჰყავდა, უკან დახევა არ დაიწყო, ამ დროს ბავშვი ალაპარაკდა და უთხრა: "დედა, მოითმინე, რადგან შენ ჭეშმარიტებაზე ხარ!"»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა