Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად, როცა ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ აჩერებს მის ხელებს, ალლაჰის სასჯელი მალე მოიცავს მათ ყველას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«ვერცერთმა თქვენგანმა ნუ მისცემს უფლებას ადამიანების შიშს, რომ შეაჩეროს ის სიმართლის თქმისგან, თუ იგი მას დაინახავს ან გაიგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით სიამაყე. ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: კეთილშობილი, ღვთისმოშიში და ალლაჰისთვის პატივცემული და ცოდვილი და უბედური, რომელსაც ალლაჰის წინაშე არ აქვს ღირებულება. ყველანი ადამის შვილები ხართ და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა». შემდეგ მოციქულმა წაიკითხა ალლაჰის სიტყვები: «{ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}» [ალ-ჰუჯურაათ: 13]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ