عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (33)
"მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით ლოცვა აღასრულა ჩვენთან ერთად ჰუდაიბიაში ღამით მოსული წვიმის შემდეგ. ლოცვის დასრულებისას მიმართა ხალხს და ჰკითხა: «იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?» მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: «ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა
ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ. ვინც თქვა: 'ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა', ის ჩემდამი მორწმუნეა და უარყოფს ვარსკვლავებს. ხოლო ვინც თქვა: 'წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის წყალობით', ის არის ურწმუნო ჩემს მიმართ და მორწმუნე ვარსკვლავების მიმართ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, დიდებულ და უზენაეს ალლაჰს არ სძინავს, და არ შეშვენის მას ძილი. ის ამცირებს სასწორს და ამაღლებს მას. ღამის საქმე მასთან ამაღლდება დღის საქმეზე წინ, და დღის საქმე — ღამის საქმეზე წინ. მისი ფარდა არის სინათლე (ხოლო სხვა გადმოცემაში: ცეცხლი). და რომ მოეხსნა ეს ფარდა, მისი სახის ბრწყინვალება დაწვავდა ყველაფერს, სადამდეც მისი მზერა მისწვდებოდა მის ქმნილებათაგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები».
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა იბნ მააჯამ, ალ-ბაიჰაყიმ და სხვებმა.
შეკითხულ იქნა: ო ალლაჰის მოციქულო, ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი შენი შუამდგომლობით(ქომაგობით) განკითხვის დღეს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ო აბუ ჰურაირა, ასეც ვფიქრობდი, რომ შენზე წინ არავინ მკითხავდა ამ ჰადისის მნიშვნელობას, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მიისწრაფოდი ჩემი სიტყვების მოსმენისკენ. განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნება ის, ვინც გულწრფელად, მთელი გულით და სულით იტყვის: "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა/ლაა ილააჰა ილლა ალლაჰ“».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ერთხელ ალი იბნ აბუ ტალიბმა მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ დაიფიცოთ ტაღუთებით (კერპებით) და არც თქვენი მამებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა