Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

68 of 841 cards

Clear filters
"ჩვენ ვიყავით ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხრა, რვა ან შვიდი კაცი. მან გვითხრა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს?» ჩვენ უკვე შევფიცეთ მას, ამიტომ ვუპასუხეთ: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო ალლაჰის შუამავალო". მან კვლავ თქვა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს». და ჩვენ კვლავ ვუპასუხეთ: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო, ალლაჰის შუამავალო". ისევ გვითხრა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს?» ამაზე ჩვენ გავუწოდეთ ხელები და ვუთხარით: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო ალლაჰის შუამავალო. რაზე უნდა შეგფიცოთ?" მან თქვა: «იმაზე, რომ თაყვანსცემთ ალლაჰს, მასთან არაფერს არ გაუთანასწორებთ, დაიცავთ ხუთ ლოცვას, დაემორჩილებით (და მან ჩუმად ჩაილაპარაკა სიტყვა), და არ ითხოვთ ადამიანებისგან არაფერს». მე ვნახე, მათგან ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც უვარდებოდა მათრახი ან სხვა საგანი ხელიდან, მაგრამ არავის სთხოვდა, რომ აეღო და მიეცა მისთვის.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: «ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე. მაგრამ ჩემი მონა აგრძელებს ჩემი სიახლოვის ძიებას სავალდებულო ქმედებებზე დამატებითი თაყვანისცემით (ნაფილის შესრულებით), სანამ არ შევიყვარებ მას. როცა შევიყვარებ, გავხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს; მისი მზერა, რომლითაც ის ხედავს; მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ რამეს მთხოვს, აუცილებლად მივცემ მას. თუ ჩემგან დაცვის ძიებას დაიწყებს, აუცილებლად დავიცავ. არაფერში არ ვყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნე მონის სულის გამოყოფაში, რადგან მას სიკვდილი არ სურს, მე კი არ მსურს, რომ მას ტანჯვა მივაყენო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ შორის ზოგი პოულობს გულში ისეთ რამეს, რის თქმასაც ნაცრად ყოფნას ამჯობინებდა". თქვა: "უდიდესია ალლაჰი! უდიდესია ალლაჰი! ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც შაიტნის ყველა ხრიკი მხოლოდ გულში კარნახებამდე დაიყვანა.“
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში
შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ». მე ვთქვი: ჭეშმარიტად, ეს დიდი ცოდვაა, შემდეგ ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «საკუთარი შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ ის შენთან ერთად დაიწყებს ჭამას», ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «მრუშობა მეზობლის ქალთან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან (ცოცხალი არსების) სურათი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"როდესაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუნაინისკენ მიემართებოდა, გზად მან გაიარა ხე, რომელიც კერპთაყვანისმცემლებს ეკუთვნოდა და რომელსაც "ზათუ ანვაატ" ეწოდებოდა, სადაც ისინი თავიანთ იარაღს კიდებდნენ. საჰაბებმა უთხრეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, მოგვინიშნე ჩვენთვისაც "ზათუ ანვაატ", როგორიც მათ აქვთ". მოციქულმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას უპასუხა: «დიდება ალლაჰს! ეს იგივეა, რაც მუსას ხალხმა თქვა: {გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, როგორც მათ ჰყავთ ღმერთები.} [ალ-ა'რააფ: 138] ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, აუცილებლად გაჰყვებით იმ ხალხის გზას, ვინც თქვენამდე იყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან"».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა