Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

56 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყვეები მოიყვანეს. მათ შორის იყო ქალი, რომელიც ძუძუდან რძეს იწველიდა და ბავშვებს ასმევდა. როცა რომელიმე ბავშვს პოულობდა, მას გულზე იკრავდა და ძუძუს აწოვებდა, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვითხრა: «ფიქრობთ, რომ ეს ქალი თავის შვილს ცეცხლში ჩააგდებს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "არა, თუ მას შეუძლია ამის არ გაკეთება". მაშინ შუამავალმა თქვა: «ალლაჰი უფრო მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა, ყოვლადმოწყალემ და უზენაესმა, თქვა: «ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, მე საკუთარ თავს დავუშალე უსამართლობა და გავხადე ის აკრძალული თქვენ შორის, ამიტომ ნუ ჩაგრავთ ერთმანეთს! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი იყო გზააბნეული, გარდა იმათი, ვისაც მე ვაჩვენე სწორი გზა, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან სწორი გზა და მე გაჩვენებთ მას! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება მშიერი, გარდა იმათი, ვისაც მე დავაპურებ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან საჭმელი და მე გაჭმევთ! ო, ჩემო მონებო, ყველა თქვენგანი დარჩება შიშველი, გარდა იმათი, ვისაც მე ჩავაცვამ, ამიტომ სთხოვეთ ჩემგან ტანსაცმელი და მე ჩაგაცვამთ! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, თქვენ სცოდავთ დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ მე ვპატიობ ყველა ცოდვას, ამიტომ ითხოვეთ ჩემგან პატიება და მე გაპატიებთ! ო, ჩემო მონებო, თქვენ ვერასდროს შეძლებთ, რომ რაიმე ზიანი მომაყენოთ ან სარგებელი მომიტანოთ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ღვთისმოსავები, როგორიც ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანია, ეს არაფერს შემმატებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ თქვენგან პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, იქნებოდით ისეთივე ცოდვილები, როგორიც ყველაზე დიდი ცოდვილია, ეს არაფერს დამაკლებდა იმასთან შედარებით, რასაც მე ვფლობ! ო, ჩემო მონებო, თუ პირველნი და უკანასკნელნი, ადამიანები და ჯინები, ერთ ადგილას დადგებოდით და ჩემგან რაიმეს მოითხოვდით, და მე თითოეულ თქვენგანს მივცემდი იმას, რასაც ითხოვდით, ეს ისე ვერ შეამცირებდა ჩემს სიმდიდრეს, როგორც ნემსი, წყალში ჩაძირული, ვერ ამცირებს ზღვის წყალს! ო, ჩემო მონებო, ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ თქვენი საქმეებია, რომლებსაც მე ვანგარიშობ თქვენთვის და მერე სრულად დაგაჯილდოვებთ მათთვის. ამიტომ, ვინც პოვებს სიკეთეს, განადიდოს ალლაჰი, ხოლო ვინც პოვებს რამე სხვას, ნუ დააბრალებს ნურავის, გარდა საკუთარი თავისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს. ასე თქვა უზენაესმა: 'მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები' (სურა 'ალ-მუ'მინუნ', აიათი 51). ასევე თქვა უზენაესმა: 'ჰეი, თქვენ, ვისაც გწამთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ...' (სურა 'ალ-ბაყარა', აიათი 172). შემდეგ მან ახსენა ერთი ადამიანი, მტვრით დაფარული და გაჩეჩილი თმებით, რომელიც დიდხანს იყო გზაზე და ხელებს აღაპყრობდა ცისკენ, (ამბობდა): 'ოჰ, უფალო, ოჰ, უფალო!' — მაგრამ მისი საკვები აკრძალულია (ჰარამი), მისი სასმელიც აკრძალულია, მისი სამოსი აკრძალულია და იგი აღზრდილია აკრძალულზე. მაშ, როგორ უნდა გაეცეს მას პასუხი?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰი ხელით დაიჭერს (მთელ) დედამიწას და თავის მარჯვენა ხელით შეჰკრავს ცას, შემდეგ იტყვის: მე ვარ მეფე! სად არიან ამქვეყნიური მეფეები?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე გავიგონე, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ამბობდა: «ჭეშმარიტად, მე უარს ვამბობ ალლაჰის წინაშე, რომ ავიყვანო რომელიმე თქვენგან ხალილად (სულიერი მეგობარი, დაახლოებული, საყვარელი მეგობარი). უზენაესმა ალლაჰმა ამირჩია მის ხალილად (მეგობრად) ისევე, როგორც იბრაჰიმი აირჩია ხალილად (მეგობრად). და რომ შემეძლოს ჩემი უმმათიდან ხალილის არჩევა, ავირჩევდი აბუ ბაქრს. იცოდეთ, რომ თქვენამდე მყოფი ხალხი თავიანთი წინასწარმეტყველებისა და წმინდა ადამიანების საფლავებს მეჩეთებად აქცევდნენ. ამიტომ არ გადააქციოთ საფლავები მეჩეთებად, მე გიკრძალავთ ამას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჰეი, ადამიანებო! ნამდვილად, უზენაესი ალლაჰი კეთილია და არაფერს იღებს, გარდა კეთილისა. ნამდვილად, ალლაჰმა მორწმუნეებს იგივე უბრძანა, რაც მოციქულებს. ასე თქვა უზენაესმა: 'მოციქულებო! ჭამეთ კეთილთაგან და აკეთეთ მართალი საქმეები' (სურა 'ალ-მუ'მინუნ', აიათი 51). ასევე თქვა უზენაესმა: 'ჰეი, თქვენ, ვისაც სწამთ! ჭამეთ იმ სიკეთიდან, რაც მოგანიჭეთ...' (სურა 'ალ-ბაყარა', აიათი 172). შემდეგ მან ახსენა ერთი ადამიანი, მტვრით დაფარული და გაჩეჩილი თმებით, რომელიც დიდხანს იყო გზაზე და ხელებს აღაპყრობდა ცისკენ, (ამბობდა): 'ოჰ, უფალო, ოჰ, უფალო!' — მაგრამ მისი საკვები აკრძალულია (ჰარამი), მისი სასმელიც აკრძალულია, მისი სამოსი აკრძალულია და იგი აღზრდილია აკრძალულზე. მაშ, როგორ უნდა გაეცეს მას პასუხი?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც ალლაჰი შეიყვარებს რომელიმე მონას, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: 'მე მიყვარს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიყვარე იგი, მაშინ ჯიბრილიც შეიყვარებს მას, შემდეგ ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს უყვარს ესა და ეს, ამიტომ შეიყვარეთ ის. და ზეცის მკვიდრნი მას შეიყვარებენ, ხოლო მიწაზე მას სიყვარული და მიღება მიენიჭება, მაგრამ როდესაც ალლაჰს სძულს ვინმე, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: მე მძულს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიძულე იგი, მაშინ ჯიბრილი შეიძულებს მას და ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს სძულს ესა და ეს, ამიტომ შეიძულეთ იგი, მაშინ ზეცის მკვიდრებიც შეიძულებენ მას, და მიწაზე მის მიმართ სიძულვილი გავრცელდება».
სანდო (საჰიჰ) საჰიჰ მუსლიმ