Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

56 of 841 cards

Clear filters
«თქვა ყოვლადკეთილმა და უზენაესმა ალლაჰმა: "მე სრულიად არ ვსაჭიროებ იმას, რომ თანაზიარი დამიყენონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მასაც და მის მრავალღმერთიანობასაც».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი ეტყვის ჯოჯოხეთის მკვიდრს, რომლისთვისაც განკუთვნილია ყველაზე მსუბუქი სასჯელი განკითხვის დღეს: "თუ ყველაფერი, რაც დედამიწაზე არსებობს, შენ გქონოდა, დაიხსნიდი თუ არა ამით თავს [ცეცხლისგან]?" ის უპასუხებს: "დიახ!" მაშინ ალლაჰი ეტყვის: "მე გთხოვდი გაცილებით მცირეს, როცა ჯერ კიდევ ადამის ზურგში იყავი — რომ არ დაგედგინა ჩემთვის თანაზიარი, მაგრამ შენ უარი თქვი და მაინც დამიდგინე თანაზიარი!"»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა ერთი სიტყვა და მე ვთქვი სხვა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მოკვდება ისე, რომ ის ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს ევედრებოდა - შევა ჯოჯოხეთში», მე კი ვთქვი: ვინც მოკვდა ისე, რომ ის ალლაჰთან ერთად სხვას არ ევედრებოდა შევა სამოთხეში.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენ შორის არ იქნება არცერთი, ვისთანაც მისი უფალი არ ისაუბრებს შუამავლის გარეშე. ადამიანი მარჯვნივ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ მარცხნივ გაიხედავს და კვლავ ვერაფერს დაინახავს, გარდა თავისი საქმეებისა, შემდეგ წინ გაიხედავს და მის წინ ვერაფერს დაინახავს, გარდა ცეცხლისა... ასე რომ, დაიცავით თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკის გაღებით!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ, როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხენით მგზავრობდა, ხოლო მის უკან, უნაგირზე მუ'აზი იჯდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!» მუ'აზმა მიუგო: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ უთხრა: «ო მუ'აზ!», შენს წინაშე ვარ, ო, ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" ასე განმეორდა სამჯერ და შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას ». მუ'აზმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, არ უნდა გავაგებინო ეს ხალხს, რომ გაიხარონ?" მან უპასუხა: «მაშინ ისინი მხოლოდ იმედს დაამყარებენ და დატოვებენ საქმეს (მსახურებას)», - მიუხედავად ამისა, მუ'აზმა ეს სიტყვები თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაამხილა, რადგან თვლიდა, რომ მათი დამალვა ცოდვა იქნებოდა (სასარგებლო ცოდნის დამალვის გამო).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკითხავებზე ჰკითხეს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უპასუხა: «ისინი არაფერს წარმოადგენენ». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ისინი ზოგჯერ ამბობენ ისეთ რამეს, რაც სიმართლეს შეესაბამება. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის არის სიტყვები ჭეშმარიტებიდან, რომელსაც იპარავს ჯინი და შემდეგ ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს(მკითხავს) ყურში, როგორც ქათმის კაკანი, და ისინი მასში ურევენ ასზე მეტ ტყუილს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ: კმაყოფილია იმით, რომ მხოლოდ მას ეთაყვანებით და არ უდგენთ მას თანაზიარებს, რომ ეჭიდებით ალლაჰის თოკს ერთობლივად და არ იშლებით. და სძულს: ჭორაობა და ამაო ლაპარაკი, ზედმეტი კითხვა და ქონების ფლანგვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა