Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

7 of 841 cards

Clear filters
"როდესაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუნაინისკენ მიემართებოდა, გზად მან გაიარა ხე, რომელიც კერპთაყვანისმცემლებს ეკუთვნოდა და რომელსაც "ზათუ ანვაატ" ეწოდებოდა, სადაც ისინი თავიანთ იარაღს კიდებდნენ. საჰაბებმა უთხრეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, მოგვინიშნე ჩვენთვისაც "ზათუ ანვაატ", როგორიც მათ აქვთ". მოციქულმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას უპასუხა: «დიდება ალლაჰს! ეს იგივეა, რაც მუსას ხალხმა თქვა: {გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, როგორც მათ ჰყავთ ღმერთები.} [ალ-ა'რააფ: 138] ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, აუცილებლად გაჰყვებით იმ ხალხის გზას, ვინც თქვენამდე იყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან"».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
«ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
რომ ერთმა კაცმა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართა რაღაც საკითხზე და თქვა: "რაც ინება ალლაჰმა და შენ". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ნუთუ მე ალლაჰის თანასწორად დამაყენე? თქვი: რაც ერთადერთმა ალლაჰმა ინება».
მისი გადმოცემა კარგია رواه ابن ماجه والنسائي في الكبرى وأحمد
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა და აჰმადმა
რომ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა რამდენიმე ადამიანი, და მან მათგან ცხრისგან მიიღო ერთგულების ფიცი, ხოლო ერთისგან - არა. მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო! შენ ცხრისგან მიიღე ფიცი, მაგრამ ეს ერთი დატოვე?" მან უპასუხა: «ნამდვილად, მასზე არის თილისმა». მაშინ იმ ადამიანმა ხელი გაიწვდინა და თილისმა მოიძრო. ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი ფიცი მიიღო და თქვა: «ვინც თილისმა დაიკიდა, მან ალლაჰს თანაზიარი დაუდგინა».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა