Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

123 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (54)
«როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მხედარი ესალმება ფეხით მოსიარულეს, ფეხით მოსიარულე — მჯდომარეს, და მცირერიცხოვანი — მრავალრიცხოვანს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ეხმარება ქვრივ ქალს და უპოვრებს, მსგავსია მუჯაჰიდისა ალლაჰის გზაზე, ან იმის, ვინც ღამეს ლოცვაში და დღეს მარხვაში ატარებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«იცით, რა არის ჭორაობა?» თქვეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იცის. მან თქვა: «ეს არის საუბარი შენი ძმის შესახებ ისეთ რამეზე, რაც მას არ მოეწონებოდა». ვიღაცამ იკითხა: "თუ ის, რასაც ვამბობ, სიმართლეა?» თქვა: «თუ რასაც ამბობ, სიმართლეა, ეს არის ღიიბა(ზურგს უკან ლაპარაკი), ხოლო თუ ტყუილია, ეს არის ცილისწამება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, შემწყნარებლობა ალამაზებს ყველაფერს, რაშიც ის არსებობს, და აფუჭებს ყველაფერს, რასაც იგი აკლია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვიყავი მოზარდი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მზრუნველობაში და ჩემი ხელი თეფშში აქეთ-იქით მოძრაობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის». ამის შემდეგ ყოველთვის ასე ვჭამდი.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუსლიმის უფლება მუსლიმზე ექვსია», მას ჰკითხეს: რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «თუ შეხვდები, მიესალმე მას, თუ დაგპატიჟებს მიდი მასთან, თუ რჩევას გთხოვს ურჩიე მას, თუ დააცემინა და ალლაჰი განადიდა წყალობა უსურვე მას, თუ ავად გახდა მოინახულე, თუ გარდაიცვლება დაესწარი მის გასვენებას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა