Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«როდესაც თქვენგან ვინმე მეჯლისში (საერთო შეკრებაზე) მივა, დაე მიესალმოს დამსწრეებს. და როცა მოისურვებს წამოსვლას, კვლავ მიესალმოს. რადგან პირველი სალამი არ არის უფრო უფლებიანი, ვიდრე უკანასკნელი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
«მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ვჭამთ, მაგრამ არ ვძღებით". მან ჰკითხა: «შესაძლოა, ცალ-ცალკე ჭამთ?» მათ უპასუხეს: "დიახ", მაშინ შუამავალმა თქვა: «მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ერთი კაცი მივიდა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: ას-სალამუ ალეიქუმ, სალამი დაუბრუნა, და შემდეგ ის დაჯდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ათი» შემდეგ მეორე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და ისიც დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ოცი» შემდეგ მესამე კაცი მოვიდა და თქვა: ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალამი დაუბრუნა, და თქვა: «ოცდაათი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, აჰმადმა და ად-დაარიმიმ.
«მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვის უნდა მოვეპყრო ყველაზე კეთილშობილურად?" მიპასუხა: «შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ ისევ შენს დედას, შემდეგ შენს მამას, შემდეგ – ყველაზე ახლობელს, შემდეგ კი – მასზე უფრო ახლობელს».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«არ გადააქციოთ თქვენი სახლები საფლავებად და არ აქციოთ ჩემი საფლავი სადღესასწაულო ადგილად. დამლოცეთ, რადგან თქვენი დალოცვა ჩემამდე აღწევს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა