عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
«კაცის ლოცვა ჯამაათში აჭარბებს მის ლოცვას თავის სახლში ან ბაზარში ოცდასამზე მეტს. ეს იმიტომ, რომ როცა ადამიანი იღებს აბდესს და მას სრულყოფილად ასრულებს, შემდეგ მიდის მეჩეთში, მას არ ამოძრავებს სხვა რამ, გარდა ლოცვისა და ის არ ისურვებს სხვა არაფერს, გარდა ლოცვისა. თითოეულ ნაბიჯზე, რომელსაც გადადგამს, მისი საფეხური ამაღლდება(სამოთხეში) და მისი ცოდვა გაქრება, სანამ მეჩეთში შევა. ხოლო როცა მეჩეთში შევა, იგი ითვლება ლოცვაში იმ დროის განმავლობაში, სანამ ლოცვა მას აკავებს. ანგელოზები ლოცულობენ მისთვის, სანამ იმ ადგილას რჩება, სადაც ილოცა, და ამბობენ: "ღმერთო შეიწყალე იგი, ღმერთო აპატიე მას, ღმერთო მიუტევე მას", იმ პირობით, რომ არ შეაწუხოს ვინმე ან არ დაუშვას უწმინდურობა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჯერ შეავსეთ წინა მწკრივი, შემდეგ ის, რომელიც მის შემდეგ მოდის. ხოლო თუ სადმე ნაკლებობა დარჩება, ის დარჩეს უკანასკნელ მწკრივში».
სანდო (საჰიჰ) ჰადისს გადმოსცემს აბუ დაუდი და ან-ნასააი
შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა ერთი ბრმა კაცი და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო, მე არ მყავს არავინ ვინც მეჩეთამდე მომიყვანდა, და სთხოვა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მისთვის ნებართვა მიეცა ლოცვა სახლში შეესრულებინა, და მან მისცა მას ნებართვა. როცა გაბრუნდა და წასვლა დააპირა დაუძახა მას და უთხრა: «გესმის ლოცვისკენ მოწოდება(აზანი)?» მან თქვა: დიახ, შუამავალმა უთხრა: «მაშინ უპასუხე მას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაგვიწესა ფაჯრის ლოცვა და შემდეგ იკითხა: «ეს და ეს აქაა?» მათ უპასუხეს: «არა». შემდეგ იკითხა: «ეს და ეს აქაა?» მათ კვლავ უპასუხეს: «არა». შემდეგ თქვა: «ეს ორი ლოცვა (ფაჯრი და იშა) ყველაზე მძიმეა მუნააფიყებისთვის, მაგრამ რომ იცოდეთ, რა სიკეთეა მათში, მოხვიდოდით თუნდაც მუხლებზე ხოხვით. პირველი რიგი ანგელოზების რიგის მსგავსია, და რომ იცოდეთ მისი ღირსება, ყველანი მისკენ გაიწევდით. და ერთის ლოცვა მეორესთან ერთად უფრო უკეთესია, ვიდრე მისი მარტო ლოცვა, ხოლო მისი ლოცვა ორ კაცთან ერთად უფრო უკეთესია, ვიდრე ერთ კაცთან. და რაც მეტი იქნება, მით უფრო საყვარელია უზენაესი ალლაჰისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
«ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან», შემდეგ თქვა აბუ ჰურაირამ: თუ გსურთ წაიკითხეთ: {ჭეშმარიტად, დილას ყურანი იკითხება მოწმეებთან ერთად} [ალ-ისრა: 78].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«იმისთვის, ვინც დილით და საღამოს მეჩეთში მიდის, ალლაჰი ამზადებს ადგილს სამოთხეში ყოველ ჯერზე, როდესაც [ის ამას აკეთებს]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა ლოცვისთვის იყამას წაიკითხავენ, სავალდებულო ლოცვის გარდა სხვა ლოცვა არ ილოცება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თუ ვინმემ შეჭამა ნიორი ან ხახვი, დაე, განერიდოს ჩვენ (ან ჩვენს მეჩეთებს) და დარჩეს თავის სახლში.» (ჯააბირმა აგრეთვე გადმოსცა), რომ ერთხელ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიართვეს ბოსტნეულით სავსე კერძი (ქვაბი). როცა მან იგრძნო მათგან მომდინარე სუნი (ხახვი ან ნიორი), ჰკითხა, რა იყო მასში, და მას დაუსახელეს იქ არსებული ბოსტნეულის სახელები. შემდეგ მან ერთ-ერთ საჰაბას უთხრა: «მოიტანეთ (ეს ქვაბი)». როცა დაინახა, რა იყო მასში, მან უარი თქვა მის ჭამაზე და საჰაბას უთხრა: «შენ ჭამე, მე კი (არ ვჭამ ამას იმ მიზეზის გამო, რომ) ვაწარმოებ ფარულ საუბრებს მასთან, ვისთანაც შენ ვერ საუბრობ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული