Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
Filter
Pick a property to filter by
الفئة المستهدفة1
حجم المحتوى3
التخريج المتعدد2
حجم المحتوى: متوسط
«ყველა მუსლიმისთვის, რომელიც სავალდებულო ლოცვის დადგომის დროს სწორად განახორციელებს განბანვას, ლოცვის დროს დაიცავს სათანადო თავმდაბლობას და სწორად შეასრულებს ყველა მუხლს, [ეს ლოცვა] აუცილებლად იქნება მანამდე ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა, თუ მათ შორის არ ყოფილა რაიმე მძიმე ცოდვა, და ასე იქნება ყოველთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضل الوضوء، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركهاموضوعات الحديثأحكام الوضوء، مكانة الصلاة وفضلها
"მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი ლოცვის წინ პატარა განბანვას აკეთებდა". მე ვკითხე: „როგორ იქცეოდით თქვენ?“ მან უპასუხა: „ჩვენთვის საკმარისი იყო ერთხელ გაკეთებული პატარა განბანვა, სანამ არ დაგვერღვეოდა მისი მდგომარეობა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
التصنيف الشرعيفضل الوضوء، سنن وآداب الوضوء، نواقض الوضوءموضوعات الحديثأحكام الوضوء
«გინდათ, მიგითითოთ მასზე, რითაც ალლაჰი შლის ცოდვებს და ამაღლებს საფეხურებით?» მათ უპასუხეს: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «ეს არის მცირე განბანვის (ვუდუს) შესრულება სრულყოფილად, მიუხედავად სირთულეებისა, მრავალი ნაბიჯის გადადგმა მეჩეთებისკენ და შემდეგი ლოცვის მოლოდინი წინა ლოცვის შემდეგ. ეს არის თქვენთვის რიბატი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضائل الأعمال الصالحة، فضل الوضوء، سنن وآداب الوضوء، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، فضل صلاة الجماعة وأحكامها، أحكام المساجدموضوعات الحديثأحكام المساجد غير الحرمين، أحكام الوضوء، مكانة الصلاة وفضلها، صلاة الجماعة
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيوصف القرآن وفضائله، فضائل الأعمال الصالحة، فضل الذكر، الأخلاق الحميدة، فوائد ذكر الله عز وجل، تزكية النفوس، فضل الوضوء، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، صدقة التطوعموضوعات الحديثتلاوة القرآن، الذِّكْر، الصبر، صدقة التطوع، مكانة الصلاة وفضلها