Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

14 of 841 cards

Clear filters
ჰეი, მორწმუნეთა დედავ! მომიყევი შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობაზე, მან კი თქვა: «შენ ყურანს არ კითხულობ?» დიახ, თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზნეობა ყურანი იყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა გრძელ ჰადისში
«მუჰამმადის (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი მას შემდეგ, რაც იგი ჩამოვიდა მედინაში, არასოდეს გამძღარა ხორბლის პურით სამი ღამე ზედიზედ, — სანამ არ გარდაიცვალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუჰამმადის (ალალაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი არასოდეს ჭამდა დღეში ორჯერ, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი ყოფილიყო ხურმისგან(ფინიკისგან)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული. მუსლიმის გადმოცემაში კი: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბალიში, რომელზეც წვებოდა ტყავის იყო, და პალმის ფოთლებისგან გაბსებული».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული