عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Show remaining sources
Narrator
Show all narrators (27)
რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ გვაკითხებდა ყურანს ყველა მდგომარეობაში, გარდა დიდი განბანვის საჭიროების დროს (ჯუნუბობის დროს).
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«მე ვიყავი ბანუ ალ-მუნთაფიყის წარმომადგენელი (ან მათ შორის ერთ-ერთი), რომელიც ალლაჰის შუამავალთან ელჩად გაიგზავნა. როდესაც მასთან მივედით, სახლში ვერ დაგვხდა, მაგრამ შევხვდით მორწმუნეთა დედას (აიშა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან ბრძანა, რომ ჩვენთვის ხორციანი ფაფა მოემზადებინათ, და ის სწრაფად მოგვიმზადეს. მოგვიტანეს ასევე 'კინაუ' – ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ფინიკი იყო, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და გვკითხა: «რამე საკვები მიირთვით? ან რამე მოგიმზადეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო", როდესაც შუამავალთან ერთად ვისხედით, მწყემსმა თავისი ფარა მოიყვანა სადგომზე, მასთან ერთად პატარა ბატკანი იყო, რომელიც ხმამაღლა ბღაოდა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მწყემსს: «ჰეი შენ, შენმა ცხვარმა რა მოიგო?»
მწყემსმა უპასუხა: "ბატკანი", შუამავალმა ბრძანა: «მაშინ ამის სანაცვლოდ ერთი ცხვარი დაკალი», შემდეგ შუამავალმა დაამატა: «არ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ შენთვის გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს ასი ცხვარი და არ გვინდა მათი რიცხვის ზრდა. ამიტომ, როდესაც მწყემსი ახალ ბატკანს მოიყვანს, ჩვენ მის სანაცვლოდ ერთ ცხვარს ვკლავთ», ლაყიტ იბნ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ცოლი, რომელსაც ბილწსიტყვაობა ახასიათებს. როგორ მოვიქცე?" შუამავალმა უთხრა: «მაშინ გაეყარე მას». ლაყიტმა უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასთან დიდხანს ვცხოვრობდი და შვილებიც მყავს მისგან", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუგო: «მაშინ დაარიგე ის»,
(ჰადისის გადმომცემმა განმარტა, რომ შუამავალმა იგულისხმა): მასთან რბილი შეგონებებით იმოქმედე, შემდეგ შუამავალმა დაამატა: «თუ მასში სიკეთე იქნება გააკეათებს(დაგიმორჩილდება). ცოლი, როგორც მონა ისე არ სცემო!» ლაყიტმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასწავლე აბდესის აღების წესი", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი, ყოველი ორმოცი ძროხიდან კი ორი წლის მოზარდი, ყოველი ზრდასრულისგან -ანუ მოწიფული- ერთი დინარი ან მისი საფასური სამოსი, იემენში გავრცელებული სამოსისაგან.
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მე ვილოცე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, და ის სალამის თქმისას მარჯვენა მხარეს ამბობდა: «ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქათუჰ“, ხოლო მარცხენა მხარეს ამბობდა: „ას-სალამუ ალეიქუმ ვა რაჰმათულლაჰ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«ვისაც ორი ცოლი ჰყავს და ერთს მეორეზე მეტ ყურადღებას აქცევს, აღდგომის დღეს მოვა და მისი სხეულის ერთი მხარე დახრილი იქნება»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა: ქება-დიდება ალლაჰს ჩვენ მას ვთხოვთ შეწევნას, მას ვთხოვთ მიტევებას, მას შევეფარებით ჩვენი სულების სიავისაგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰის, და ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, «ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი
სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!» [ ან-ნისა:1]. «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით,
და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!» [ალი იმრან : 102] «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით! რათა გამოასწოროს თქვენი საქმეები და გაპატიოს თქვენი ცოდვები. და ვინც
ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!» [ალ-აჰზაბ : 70 - 71]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა