Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

22 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოსწონდა მარჯვენა მხარით დაწყება – ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის ვარცხნისას, განბანვისას და ყველა სხვა საქმეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ, მაგრამ ეს ნეჯაში არ იყო ის, ვისზეც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯანაზა (სამგლოვიარო ლოცვა) აღავლინა.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მუჰამმადის (ალალაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოჯახი არასოდეს ჭამდა დღეში ორჯერ, გარდა იმისა, რომ ერთი მათგანი ყოფილიყო ხურმისგან(ფინიკისგან)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ხვალ ამ დროშას მივცემ კაცს, რომლის ხელითაც ალლაჰი გამარჯვებას მოგვცემს. იგი ალლაჰსა და მის შუამავალს უყვარს და მასაც უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი». ხალხმა იმ ღამეს მთელი დრო გაატარა ფიქრში, თუ ვინ იქნებოდა ამ დროშის მფლობელი. მეორე დილით ყველა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა იმ იმედით, რომ იგი მათ გადაეცემოდა. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სად არის ალი იბნ აბუ ტალიბი?» უპასუხეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ის თვალების ტკივილს უჩივის". მან თქვა: «მოიყვანეთ იგი». ალი მოვიდა და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ნერწყვი მის თვალებზე წაუსვა და მისთვის შესთხოვა ალლაჰს. ალი მყისვე განიკურნა, თითქოს არანაირი ტკივილი არ ჰქონია. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადასცა მას დროშა. ალიმ ჰკითხა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვებრძოლო მათ, სანამ ჩვენნაირები არ გახდებიან?" შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მიდი მშვიდად, სანამ მათ ტერიტორიაზე მიხვალ. შემდეგ მოუწოდე მათ ისლამისკენ და აუხსენი, თუ რა არის მათი მოვალეობა ალლაჰის წინაშე. ვფიცავ ალლაჰს, თუ ალლაჰი შენი მეშვეობით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე რომ გყავდეს წითელი აქლემები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული. მუსლიმის გადმოცემაში კი: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბალიში, რომელზეც წვებოდა ტყავის იყო, და პალმის ფოთლებისგან გაბსებული».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანთა შორის საუკეთესო ზნეობის იყო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული