عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
«თუ მორწმუნეებზე — ან: ჩემს უმმაზე — ტვირთად არ დავაწვებოდი, მათ ვუბრძანებდი სივაქის გამოყენებას ყოველი ლოცვის წინ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე დავხედე ურწმუნოების ფეხებს, რომლებიც თავზე გვედგნენ, როდესაც გამოქვაბულში ვიყავით, და ვთქვი: 'ო, ალლაჰის მოციქულო, თუ ვინმემ ფეხებზე დაიხედა, აუცილებლად შეგვამჩნევს', ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კი მიპასუხა: «ო, აბუ ბაქრ, რას ფიქრობ ორზე, რომლებთან მესამეც ალლაჰია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, მე მაწყევარად არ წარმოვგზავნილვარ, არამედ მე წყალობად წარმოვიგზავნე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რამდენიმე ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებიდან მივიდა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლებთან და ჰკითხა, რას აკეთებდა იგი, როდესაც მას არავინ ხედავდა, გარდა მათისა. ამის შემდეგ ერთმა მათგანმა თქვა: "მე არ დავქორწინდები!" მეორემ თქვა: "მე ხორცს არ შევჭამ!" ხოლო მესამემ თქვა: "მე საწოლზე არ დავიძინებ!" როდესაც ეს ინფორმაცია მოციქულამდე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ალლაჰი განადიდა და შეაქო და შემდეგ თქვა: «რა დაემართათ ამ ხალხს, რომ ასეთ სიტყვებს ამბობენ? მე ვლოცულობ ღამით, მაგრამ ასევე ვიძინებ, ვმარხულობ და ზოგჯერ ვტოვებ მარხვას, ვქორწინდები ქალებზე. ხოლო ვინც ჩემს სუნნას განუდგება, მას ჩემთან კავშირი აღარ აქვს!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოცხადება დაიწყო მაშინ, როცა ის იყო ორმოცი წლის. მან მექაში დაჰყო ცამეტი წელი, შემდეგ კი მიიღო ბრძანება ჰიჯრაზე (მექქადან გადასახლებაზე), და ის გადასახლდა მედინაში. მედინაში დარჩა ათი წლის განმავლობაში, შემდეგ კი გარდაიცვალა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ მინახავს ვინმე, ვისაც გრძელი თმა ჰქონოდა და წითელ სამოსში უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მისი თმა მხრებზე ეცემოდა, მხრებს შორის დაშორება შორი ჰქონდა. ის არც ძალიან მაღალი იყო და არც ძალიან დაბალი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
პირველი, რითაც დაიწყო გამოცხადება ალლაჰის შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იყვნენ ჭეშმარიტი სიზმრები. ყოველ ჯერზე, როცა სიზმარს ხედავდა, ის აშკარა ხდებოდა ისე ნათლად, როგორც განთიადის შუქი. შემდეგ მას ჩაუსახა ალლაჰმა მარტოობის სიყვარული. ის განმარტოვდებოდა ჰირას გამოქვაბულში და იქ რამდენიმე ღამეს ატარებდა ალლაჰის მსახურებაში. შემდეგ ოჯახში ბრუნდებოდა, რომ მოეტანა საჭირო მარაგი, და კვლავ გამოქვაბულში ბრუნდებოდა. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ მასთან არ მოვიდა ჭეშმარიტება, როცა ის ჰირას მღვიმეში იმყოფებოდა. მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: "წაიკითხე!" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მე არ ვიცი კითხვა». მოციქულმა თქვა: «მაშინ მან ჩამკიდა და ძლიერად მომიჭირა, სანამ უკიდურესად არ დავიძაბე, შემდეგ გამიშვა და კვლავ მითხრა: ‘წაიკითხე!’ მე ვუპასუხე: ‘არ ვიცი კითხვა!’ მან ისევ ძლიერად მომიჭირა, სანამ ისევ უკიდურესად არ დავიძაბე, მერე გამიშვა და კვლავ მითხრა: ‘წაიკითხე!’ მე ვთქვი: ‘არ ვიცი კითხვა!’ მაშინ მესამედ ძლიერად მომიჭირა, შემდეგ გამიშვა და თქვა: «წაიკითხე შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი შედედილი სისხლისგან. წაიკითხე, და შენი უფალი — უდიდესი მფარველია». (ალ-‘ალაყ, 96:1–3) მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შიშისგან კანკალით დაბრუნდა სახლში. შევიდა ხადიჯა ბინთ ხუვაილიდთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და უთხრა: «დამაფარეთ! დამაფარეთ!»
დააფარეს, სანამ შიში არ გადაუარა. შემდეგ მოუყვა ხადიჯას ყველაფერი და დაამატა: «მე ჩემს სიცოცხლეზე ვშიშობ». ხადიჯამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: "არა! ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არასოდეს შეგარცხვენს! შენ ინარჩუნებ ნათესაურ კავშირებს, ეხმარები სუსტებს, ამარაგებ ღარიბებს, პატივს სცემ სტუმრებს და ეხმარები გაჭირვებულებს". შემდეგ ხადიჯამ მიიყვანა ის ვარაყა იბნ ნაუფალთან — თავისი ბიძაშვილის შვილთან. ვარაყა იყო ის, ვინც ჯაჰილიის დროს ქრისტიანობაზე მოექცა. ის წერდა წიგნებს ებრაულად და წერდა ინჯილიდან იმას, რასაც ალლაჰი მოისურვებდა. ის უკვე მოხუცი და ბრმა იყო. ხადიჯამ უთხრა: "ბიძაჩემის შვილო, მოუსმინე შენს ძმის შვილს". ვარაყამ ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ძმისშვილო, რა იხილე?" მოციქულმა მოუყვა, რაც გადახდა. ვარაყამ თქვა: "ეს იგივე ანგელოზია, რომელსაც ალლაჰი მიუვლენდა მუსას. ოჰ, ნეტავ მე ახალგაზრდა ვიყო და ძალა მქონდეს! ნეტავ ვყოფილიყავი ცოცხალი იმ დღეს, როცა შენი ხალხი გაგაძევებს!" მოციქულმა თქვა: «ნუთუ მართლა გამაძევენებ?» ვარაყამ მიუგო: "დიახ. არ ყოფილა ადამიანი, რომელიც მოვიდა იმით, რითაც შენ მოხვედი, რომ ხალხს არ გაემტყუნებინა. თუ იმ დღეს მოვესწრები, აუცილებლად დაგეხმარები მთელი ძალით". მაგრამ მალევე ვარაყა გარდაიცვალა, და გამოცხადება დროებით შეწყდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც მივდიოდი მაღლა ზეციდან შემომესმა ხმა, მხედველობა მისკენ მივაპყარი, ეს იყო ანგელოზი, რომელიც გამომეცხადა ჰირას გამოქვაბულში, ის იჯდა თავის ტახტრევანზე ზეცასა და მიწას შორის, მე მისი შემეშინდა, დავბრუნდი სახლში და ვყვიროდი: დამაფარეთ, უზენაესმა ალლაჰმა აიათი გარდმოავლინა: {ჰეი, შენ სამოსში გახვეულო, წამოდექი და შეაგონე} [ალ-მუდასსირ:2] სიტყვებამდე {და სიბილწე განდევნე} [ალ-მუდასსირ: 5]. შემდეგ განმტკიცდა ზეშთაგონება და გაგრძელდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული