Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
„ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი, რას გვიბრძანებ, თუ ჩვენზე გაბატონდებიან მმართველები, რომლებიც ჩვენგან მოითხოვენ იმას, რაც მათ ეკუთვნით, მაგრამ უარს ამბობენ ჩვენს უფლებებზე?“ — მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მას ზურგი უქცია. შემდეგ მან იგივე კითხვა მეორედ (ან: მესამედ) დასვა, და მაშინ ალ-აშ’ას იბნ ყაისმა იგი თავისკენ გამოსწია، და თქვა(მოციქულმა ალლაჰმა დალოცოს იგი): «ისმინეთ და დაემორჩილეთ, რადგან ისინი (მმართველები) აგებენ პასუხს მათზე დაკისრებულზე, ხოლო თქვენ — თქვენზე დაკისრებულზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, იქნებიან ისეთი მმართველები, რომლებიც იცრუებენ და უსამართლობას ჩაიდენენ, ვინც დაამოწმებს მათ ტყუილს და დაეხმარება მათ უსამართლობაში, ის ჩემიანი არ არის, და ვერ დალევს ჩემთან ერთად წყალსაცავიდან წყალს, ხოლო ვინც არ დაამოწმებს მათ ტყუილს და არ დაეხმარება მათ უსამართლობაში ის არის ჩემიანი, და მე ვარ მისიანი, და ის დალევს ჩემთან ერთად წყალსაცავიდან წყალს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა