Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
„ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი, რას გვიბრძანებ, თუ ჩვენზე გაბატონდებიან მმართველები, რომლებიც ჩვენგან მოითხოვენ იმას, რაც მათ ეკუთვნით, მაგრამ უარს ამბობენ ჩვენს უფლებებზე?“ — მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) მას ზურგი უქცია. შემდეგ მან იგივე კითხვა მეორედ (ან: მესამედ) დასვა, და მაშინ ალ-აშ’ას იბნ ყაისმა იგი თავისკენ გამოსწია، და თქვა(მოციქულმა ალლაჰმა დალოცოს იგი): «ისმინეთ და დაემორჩილეთ, რადგან ისინი (მმართველები) აგებენ პასუხს მათზე დაკისრებულზე, ხოლო თქვენ — თქვენზე დაკისრებულზე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيحق الإمام على الرعية
«თუ ვინმე მოვა თქვენთან მაშინ, როცა თქვენ ერთსულოვნად ემორჩილებით გარკვეულ ადამიანს, და შეეცდება თქვენს შორის განხეთქილებას და თქვენი ერთიანობის გაყოფას, მოკალით იგი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيحد أهل البغي، الخروج على الإمامموضوعات الحديثأحكام الإمامة
«ო, ალლაჰ, იყავი მკაცრი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის (უმმის) წევრებზე და იქნება მკაცრი მათ მიმართ, და იყავი კეთილი იმასთან, ვინც მიიღებს რაიმე ძალაუფლებას ჩემი თემის წევრებზე და გამოიჩენს სიკეთეს მათ მიმართ!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، حقوق الرعية على الإمامموضوعات الحديثالرحمة، الظلم، الإحسان إلى الخلق، أحكام الإمامة
«ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები, ჭეშმარიტად, მოახლოვდება განსაცდელები და არეულობა, რომლის დროსაც მჯდომარე უკეთესი იქნება მდგარზე, ხოლო მდგარი – უკეთესი მორბენალზე. და როდესაც ის დადგება, ვისაც აქლემები ჰყავს, დარჩეს თავის აქლემებთან, ვისაც ცხვარი ჰყავს, დარჩეს თავის ცხვრებთან, ხოლო ვისაც მიწა აქვს, დარჩეს თავის მიწაზე». ერთმა კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო! თუ ადამიანს არც აქლემები, არც ცხვარი და არც მიწა არ აქვს?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მაშინ აიღოს თავისი მახვილი, მოჭრას მისი პირი ქვაზე და შემდეგ ეცადოს გადარჩენას, თუ შეეძლება. ო, ალლაჰ… გადავეცი [რაც უნდა გადმომეცა]? ო, ალლაჰ… გადავეცი [რაც უნდა გადმომეცა]?» ერთმა კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო! თუ მაიძულებენ დავდგე ერთ-ერთ რიგში ან შევუერთდე ერთ-ერთ ჯგუფს? და თუ ვინმე თავის მახვილით მომკლავს, ან ისარი დამჭრის და მომკლავს?" მან უპასუხა: «მაშინ ეს ადამიანი აიღებს თავის თავზე როგორც საკუთარ, ისე შენს ცოდვას და გახდება ცეცხლის მკვიდრთაგან ერთ-ერთი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالخروج على الإمام
"ჩვენ ვიყავით ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხრა, რვა ან შვიდი კაცი. მან გვითხრა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს?» ჩვენ უკვე შევფიცეთ მას, ამიტომ ვუპასუხეთ: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო ალლაჰის შუამავალო". მან კვლავ თქვა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს». და ჩვენ კვლავ ვუპასუხეთ: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო, ალლაჰის შუამავალო". ისევ გვითხრა: «განა არ შეჰფიცავთ ალლაჰის შუამავალს?» ამაზე ჩვენ გავუწოდეთ ხელები და ვუთხარით: "უკვე დავდეთ ფიცი შენთან, ო ალლაჰის შუამავალო. რაზე უნდა შეგფიცოთ?" მან თქვა: «იმაზე, რომ თაყვანსცემთ ალლაჰს, მასთან არაფერს არ გაუთანასწორებთ, დაიცავთ ხუთ ლოცვას, დაემორჩილებით (და მან ჩუმად ჩაილაპარაკა სიტყვა), და არ ითხოვთ ადამიანებისგან არაფერს». მე ვნახე, მათგან ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც უვარდებოდა მათრახი ან სხვა საგანი ხელიდან, მაგრამ არავის სთხოვდა, რომ აეღო და მიეცა მისთვის.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، الزهد والورع، حق الإمام على الرعية، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، توحيد الألوهيةموضوعات الحديثالزهد وقِصَر الأمل، أهمية التوحيد، أحكام الإمامة، التوكل، مكانة الصلاة وفضلهامحاور التعريف بالإسلاموجوب إفراد الله بالعبادة
«თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება. ხალხმა ჰკითხა: "ალლაჰის მოციქულო, განა არ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ მმართველებთან?" მან უპასუხა: «არა, მანამ სანამ ისინი ლოცვას აღასრულებენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيأحكام ومسائل متعلقة بالأمر بالمعروف والنهي عن المنكر، الخروج على الإمامموضوعات الحديثالأمر بالمعروف والنهي عن المنكر، أحكام الإمامة
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأربعون النووية، حقوق الرعية على الإمام
«ჭეშმარიტად, სამართლიანები ისხდებიან სინათლის მინბარებზე ალლაჰის წინაშე, ყოვლადმოწყალე ალლაჰის მარჯვენა მხარეს, რომლის ორივე ხელიც არის მარჯვენა, და ისინი იქნებიან, ვინც სამართლიანობას იჩენდნენ თავიანთ სასამართლოებში, ოჯახებში და ყველასთან, ვინც მათ მფლობელობაში იყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، أحكام الإمامة، حقوق الرعية على الإمام، توحيد الأسماء والصفاتموضوعات الحديثالعدل، أحكام الإمامةمحاور التعريف بالإسلاممحاسن الأخلاق