Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

8 of 841 cards

Clear filters
«ჰაულა ბინთ თუვაით იბნ ჰაბიბ იბნ ასად იბნ აბდულ-'უზზამ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიახლოვეს გაიარა. მაშინ მე ვუთხარი: "ეს არის ჰაულა ბინთ თუვაითი, და ამბობენ, რომ ის ღამით არ იძინებს", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ღამით არ იძინებს?! აიღეთ თაყვანისცემა იმდენი, რამდენსაც შეძლებთ, რადგან, ვფიცავ ალლაჰს, ალლაჰი არ იღლება, სანამ თქვენ არ დაიღლებით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ყოველი სახსარისთვის ადამიანის სხეულში არის სადაყა, ყოველი დღის განმავლობაში, რომელზეც მზე ამოდის: ორ ადამიანს შორის სამართლიანად მოქცევა არის სადაყა, კაცის დახმარება მის მმართველობაში (ან სატრანსპორტო საშუალების მართვაში), მაგალითად, როცა ვინმეს სატრანსპორტო საშუალებას დაეხმარები ან მისი ნივთების აღებაში დაეხმარები, ესეც სადაყაა. კეთილი სიტყვა არის სადაყა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ადამიანი ლოცვისკენ დგამს, არის სადაყა, და გზიდან დაბრკოლების მოშორებაც არის სადაყა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
როდესაც აბუ ტაალიბს სიკვდილი მოახლოვდა, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასთან შევიდა. იმ დროს აბუ ტალიბთან იმყოფებოდნენ აბუ ჯაჰლი და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაია იბნ ალ-მუღირა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო, ბიძა! თქვი: ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა) და ამ სიტყვების საფუძველზე ალლაჰის წინაშე შენს სასარგებლოდ დავამოწმებ». მაგრამ აბუ ჯაჰლმა და აბდულლაჰ იბნ აბუ უმაიამ უთხრეს: "ნუთუ შენ უარს იტყვი იმ რელიგიაზე, რომელსაც აბდულმუტალიბი მისდევდა?" მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმეორებდა თავის სიტყვებს, ხოლო ისინი თავისას იმეორებდნენ, სანამ აბუ ტალიბმა სიკვდილის წინ არ თქვა: "[მე ვრჩები] აბდულმუტალიბის რელიგიაზე". მან უარი თქვა ეთქვა: „ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ“ (არაა სხვა ღვთაება, გარდა ალლაჰისა). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ვფიცავ ალლაჰს! მე შენთვის მიტევებას ვთხოვ ალლაჰს, სანამ ალლაჰი არ ამიკრძალავს». ამის შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი: {მოციქულს და მორწმუნეებს არ შეშვენით მიტევების თხოვნა მრავალღმერთიანებისთვის, თუნდაც ისინი მათი ნათესავები იყვნენ…} (ათ-თაუბა: 113). ასევე ალლაჰმა გარდმოავლინა აიათი, რომელიც აბუ ტალიბს შეეხებოდა: {ნამდვილად, შენ ვერ დააყენებ სწორ გზაზე მათ, ვისაც შეიყვარებ. მხოლოდ ალლაჰი დააყენებს სწორ გზაზე მათ, ვისაც ის ისურვებს. მან უკეთ იცის ისინი, ვინც მიჰყვება სწორ გზას} (ალ-ყასას: 56).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ადამიანის ყოველი სახსრისთვის ყოველდღე, რომელიც ალლაჰმა უბოძა, აკისრია სადაყა, ყოველდღე, როდესაც მზე ამოდის: ორ ადამიანს შორის სამართლიანობის დამყარება - ეს არის სადაყა, დაეხმარო ადამიანს მის ცხოველზე[ცხენზე, აქლემზე...] დაჯდომაში, აიყვანო მასზე ან აატანინო ტვირთი მასზე - ეს არის სადაყა, კარგი სიტყვის თქმა - ეს არის სადაყა; ყოველი ნაბიჯი, რომლითაც ლოცვისკენ მიდიხარ - ეს არის სადაყა; და გზიდან დაბრკოლების მოცილება, რაც ხალხს აწუხებს - ეს არის სადაყა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«გადაეცით ჩემგან თუნდაც ერთი აიათი, და გადაეცით ისრაელის ძეთაგან და ეს არ იქნება აკრძალული. ხოლო ვინც განზრახ მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
როდესაც ჩვენ ვიჯექით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში, ერთი კაცი შემოვიდა აქლემით, გააჩერა ის მეჩეთში და მიაბა მასზე, შემდეგ ჰკითხა მათ: „რომელი ხართ მუჰამედი?“ მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს შორის ხელზე დაყრდნობილი იჯდა, და ჩვენ ვუპასუხეთ: "ეს არის თეთრსახიანი კაცი, რომელიც ხელზე დაყრდნობილი ნახევრად წამოწოლილია". კაცმა უთხრა მას: " შენ ხარ აბდულმუტტალიბის ძე?“. მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „უკვე გიპასუხე!“. კაცმა უთხრა: "მე დაგისვამ კითხვებს და ცოტა მკაცრად მოვიქცევი, გთხოვ არ განაწყენდე". მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მკითხე, რაც გსურს! კაცმა ჰკითხა: "გეკითხები შენი ღმერთისა და შენს წინამორბედთა ღმერთის სახელით, ღმერთმა გამოგგზავნა ხალხისთვის?“ მან უპასუხა: „ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვილოცოთ ხუთი დროის ლოცვა დღეღამეში?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვიმარხოთ ეს თვე წელიწადიდან?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!“. კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ეს (სადაყა) შემოწირულობა ავიღოთ ჩვენი მდიდრებისგან და განაწილდეს ჩვენს ღარიბებზე?“ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "მე ვირწმუნე იმის, რითაც მოხვედი, და მე ვარ წარმომადგენელი ჩემი ხალხისგან", და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, რელიგია მარტივია, და ვინც შეეცდება დაუძლეველი ტვირთის აღებას რელიგიაში, ის აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ, იარეთ სწორ გზაზე, ეცადეთ მიუახლოვდეთ მას და გაახარეთ თქვენი თავი [იმ სასიხარულო ცნობით, რაც გელით ჯილდოდ]. გამოიყენეთ [კეთილი საქმეებისთვის] დილა, საღამო და ღამის ნაწილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ