Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

25 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის შეკრების ადგილი, რომელსაც მაცხოვრებლები ყოველ პარასკევს ესწრებიან. იქ უბერავს ჩრდილოეთის ნიავი, რომელიც ხვდება მათ სახეებსა და ტანსაცმელს, და ამის წყალობით მათი სილამაზე და მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება. შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებთან, უკვე მეტად დამშვენებულები და მიმზიდველები. მათი ოჯახის წევრები ეუბნებიან მათ: 'ვფიცავთ ალლაჰს, თქვენ კიდევ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები გახდით მას შემდეგ, რაც დაგვტოვეთ'. ხოლო ისინი პასუხობენ: 'ვფიცავთ ალლაჰს, რომ თქვენც კიდევ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები გახდით მას შემდეგ, რაც დაგტოვეთ'».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».
ჰასან საჰიჰ გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჯოჯოხეთის ბინადართაგან ორი ჯგუფი მე ჯერ არ მინახავს: პირველი, ხალხი, რომელთაც ხელში აქვთ საქონლის კუდებივით მათრახები, რომლითაც სცემენ ადამიანებს. მეორე, ქალები, რომლებიც ჩაცმულები არიან, მაგრამ ამავდროულად შიშვლები, აცდუნებენ სხვებს და თავადაც მიდიან მცდარ გზაზე. მათი თავები იქნება როგორც დაკლაკნილი აქლემის კუზები. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, თუმცა მისი სურნელი იგრძნობა ძალიან დიდი მანძილიდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მე წარმედგინა სამოთხე და ჯოჯოხეთი, და არ მინახავს ისეთი არც სიკეთე და არც ბოროტება, როგორიც დღეს ვნახე, რომ გცოდნოდათ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით». ანასმა თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანმხლებთათვის ეს ყველაზე მძიმე დღე გახდა. ისინი იხურავდნენ თავებს და მათი მხრიდან ქვითინი ისმოდა. მან თქვა: უმარი წამოდგა და თქვა: ჩვენ კმაყოფილნი ვართ ალლაჰით, როგორც ჩვენი ღმერთით, ისლამით, როგორც ჩვენი რელიგიით, და მუჰამმადით, როგორც მოციქულით. მან თქვა: ამ დროს წამოდგა ერთი კაცი და თქვა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა თქვა: «მამაშენი ეს და ეს პიროვნებაა», ამაზე გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, თუკი განგეცხადებათ- დაგამწუხრებთ}. [ალ-მაიდა: 101].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყოვლადმოწყალე და უზენაესმა ალლაჰმა თქვა: "ჭეშმარიტად, მე მოვუმზადე ჩემს მართალ მონებს ის, რაც არ უნახავს არცერთ თვალს, არ გაუგონია არცერთ ყურს და რასაც ვერცერთი ადამიანი ვერ წარმოიდგენს".» აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: თუ გსურთ, წაიკითხეთ ეს აიათი: «და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა სიამეენია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც აკეთებდნენ». (ას-საჯდა, 32:17)
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჩვენ ვიყავით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა მოულოდნელად ძლიერი ხმა გაისმა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იკითხა: «იცით რა არის ეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვოდობა მას თქვა): «ეს არის ქვა, რომელიც ისროლეს ჯოჯოხეთის ცეცხლში სამოცდაათი წლის წინ: მთელი ეს დრო ის ცეცხლში ვარდებოდა, სანამ მის ფსკერს არ მიაღწია, და თქვენ გაიგონეთ ხმა, რომელიც მან გამოსცა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის ხე, რომლის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მანძილს სწრაფი და გამძლე ცხენით ამხედრებული მხედარიც კი ვერ გაივლის ას წელიწადში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც დაამოწმა რომ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს მას მოზიარე, და რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, და რომ 'ისა (იესო) ალლაჰის მსახური, შუამავალი და მისი სიტყვაა, რომელიც ჩაასახა მარიამში და ჩაჰბერა მას სული. სამოთხე შეჭმარიტებაა, ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა. ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული