Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

7 of 841 cards

Clear filters
ერთ დღეს ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარზე დაჯდა, ჩვენ კი მის გარშემო დავჯექით. მან თქვა: «მე იმისი მეშინია, რაც ჩემ შემდეგ თქვენთვის ამქვეყნიური სიკეთეები და მის სამშვენისები გაიხსნება» მაშინ ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის შუამავალო! ნუთუ სიკეთე შეიძლება ბოროტებას მოიტანდეს?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დუმილი შეინარჩუნა. იქ მყოფებმა კაცს უთხრეს: "რა მოგივიდა? მოციქულს ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ესაუბრები და ის არ გპასუხობს?“ ჩვენ დავინახეთ, რომ მასზე გამოცხადება მოდიოდა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ოფლი მოიწმინდა და თქვა: «სად არის ის, ვინც მკითხა?» თითქოს ის კმაყოფილი ჩანდა მისი შეკითხვით. შემდეგ თქვა: «სიკეთე არ მოიტანს ბოროტებას, გაზაფხულის მცენარეები ზოგჯერ კლავს ან ავადმყოფობას იწვევს, გარდა იმ საქონლისა, რომელიც ჭამს ზომიერად. ის იმდენს ჭამს, სანამ მისი მუცელი არ აივსება, შემდეგ მზისკენ მიიწევს, გამოყოფს ექსკრემენტებსა და შარდს და კვლავ ძოვს, ამ ქვეყნის ქონება კი მწვანე და ტკბილია, რამდენად კარგი მეგობარია მუსლიმისთვის, თუ იგი მისგან გასცემს მშიერებს, ობლებსა და მოგზაურებს, მაგრამ ვინც მას არასწორად აიღებს, ის ჰგავს იმას, ვინც ჭამს და არასდროს ძღება. ეს ქონება მის წინააღმდეგ მოწმე იქნება განკითხვის დღეს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უფროსი ადამიანის გული ორ რამეში კიდევ ახალგაზრად რჩება: ამ ქვეყნის სიყვარულში და გრძელვადიან იმედში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე ვთხოვე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან მომცა. მერე ისევ ვთხოვე და ისევ მომცა. შემდეგ კი მითხრა: «ო, ჰაქიიმ, ეს ქონება მწვანეა და ტკბილი, ვინც მას გულუხვად მიიღებს, მისთვის იგი კურთხეული იქნება, ხოლო ვინც მას სიხარბით აიღებს, მისთვის კურთხეული არ იქნება. ის დაემსგავსება ადამიანს, რომელიც ჭამს, მაგრამ არ ძღება. ზედა ხელი (გამცემი) უკეთესია ქვედა ხელზე (მიმღებზე)» ჰაქიიმმა უპასუხა: 'ო, ალლაჰის შუამავალო, იმას ვფიცავ, ვინც სიმართლით მოგავლინა, რომ ამის შემდეგ აღარავისგან არაფერს არ მივიღებ, სანამ ამ ქვეყნიდან არ წავალ'. ამის შემდეგ, როდესაც აბუ ბაქრი ჰაქიიმს დახმარებას სთავაზობდა, იგი უარს ამბობდა მის მიღებაზე. შემდეგ უმარმაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ ჰაქიიმმა არ მიიღო. მაშინ უმარმა თქვა: 'ჰეი, მუსლიმებო, მე მას ვთავაზობ იმ უფლებას, რომელიც ალლაჰმა მას ამ ქონებიდან განუყო, მაგრამ ის უარს ამბობს მის მიღებაზე, ჰაქიიმს არავისგან არ აუღია დახმარება ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდოვბა მას) გარდაცვალების შემდეგ, სანამ თავადაც არ გარდაიცვალა, ალლაჰმა შეიწყალოს ის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, არიან ადამიანები, რომლებიც განკარგავენ ალლაჰის ქონებას შეუფერებელი გზით, მაგრამ აღდგომის დღეს მათთვის იქნება ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საწოლი გამხმარი ტყავისგან იყო, და პალმის ფოთლებით იყო გავსებული. მუსლიმის გადმოცემაში კი: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბალიში, რომელზეც წვებოდა ტყავის იყო, და პალმის ფოთლებისგან გაბსებული».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული