Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

42 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"(ერთხელ) მე ვთხოვე: ო, ალლაჰის შუამავალო, მითხარი ისლამის შესახებ ისეთი სიტყვები, რომ ამის შემდეგ მე აღარავის ვკითხავდი ამის შესახებ შენ შემდეგ". მან მიპასუხა: «თქვი: "მე მწამს ალლაჰის", შემდეგ კი სწორ გზას დაადექი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენგან ვინც დაინახავს მოუწონარ (ისლამში მიუღებელ) ქმედებას, გამოასწოროს თავისი ხელით, და თუ ვერ შეძლებს ამას, გამოასწოროს თავისი ენით და თუ ამითაც ვერ შეძლებს, მაშინ თავისი გულით (ანუ შეიძულოს ის საქმე) და ის იქნება რწმენის ყველაზე სუსტი გამომჟღავნება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ვინც იმასთან მტრობს, ვინც ჩემთან ახლოსაა, მას ომს გამოვუცხადებ! ყველა იმ ქმედებიდან, რითაც ჩემი მონა ცდილობს დაახლოებას ჩემთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის ის, რაც მე დავავალე მას სავალდებულოდ. და ჩემი მონა განაგრძობს ჩემთან დაახლოებას დამატებითი (ნებაყოფლობითი) საქმეებით, სანამ არ შევიყვარებ მას. როდესაც შევიყვარებ მას, მე ვხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს, მისი მხედველობა, რომლითაც ის ხედავს, მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ ის მთხოვს რაიმეს აუცილებლად მივცემ მას, და თუ თავშესაფარს სთხოვს ჩემგან, აუცილებლად დავიცავ მას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«რელიგია არის გულწრფელობა». ჩვენ ვკითხეთ: «ვის მიმართ?» მან თქვა: «ალლაჰის, მისი წიგნის, მისი მოციქულის, მუსლიმების ხელმძღვანელებისა და ზოგადად ყველა მუსლიმის მიმართ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ