Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

42 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ, იბნ ჰიბბაანმა თავის საჰიჰში და ალ-ჰაქიმმა.
«სიკეთე: არის კარგი ზნეობა. ცოდვა არის ის, რაზეც შენი სული ორჭოფობს, რის გამოც დამძიმებულია და რასაც არ ისურვებდი, რომ ხალხმა გაიგოს».
სანდო (საჰიჰ) პირველი ჰადისი: გადმოცემულია მუსლიმის მიერ, და მეორე ჰადისი: გადმოცემულია აჰმადისა და ად-დაარიმის მიერ.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, და მან ჰკითხა მას იქ დამზადებულ სასმელებზე, მან (მოციქულმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «და რომლებია ისინი?» მან უპასუხა: «ბით‘ და მიზრ». აბუ ბურდას ჰკითხეს: «რა არის ბით‘?» მან თქვა: «ეს არის თაფლის ღვინო». ხოლო მიზრ არის ქერის ღვინო. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ყველა დამათრობელი აკრძალულია». ჰადისს გადმოსცემს ალ-ბუხარი
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და იბნ ჰიბბაანმა.
ოთხი თვისებაა, რომელიმე ადამიანში თუ იქნება მუნააფიყად ჩაითვლება; თუ მხოლოდ ერთი თვისებაა, მასში იქნება მუნააფიყობის ერთი თვისება, სანამ მას არ დატოვებს: როცა ის ლაპარაკობს იტყუება, როცა ჰპირდება არღვევს, როცა დავობს უსამართლოდ იქცევა, ხოლო როცა შეთანხმებას დებს ღალატობს.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან, ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, ალლაჰი გაუადვილებს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ვინც დაფარავს მუსლიმს ალლაჰი დაფარავს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ალლაჰი დაეხმარება თავის მსახურს, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება, ვინც დაადგება გზას ცოდნის მისაღებად, ალლაჰი მას ამით გაუადვილებს გზას სამოთხისკენ, როდესაც შეიკრიბება საზოგადოება რომელიმე სახლში ალლაჰის სახლებიდან, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთი მეორეს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე, მათ გარემოიცავს წყალობა, გარს შემოეხვევიან ანგელოზები, და ალლაჰი მათ ახსენებს მასთან მყოფებთან, ვისაც მისი საქმენი შეაყოვნებს, მას წინ ვერ წასწევს მისი წარმომავლობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რას იტყვი, თუ შევასრულებ სავალდებულო ლოცვებს, ვიმარხვებ რამადანში, გავაკეთებ იმას, რაც დასაშვებია, და ავკრძალავ იმას, რაც აკრძალულია, და ამას აღარაფერს დავამატებ, შევალ სამოთხეში? უპასუხა: «დიახ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა