Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

24 of 841 cards

Clear filters
«სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
" როცა ალლაჰმა გადაწყვიტა მონისთვის, რომ რომელიმე მიწაზე სიკვდილი დაუდგეს მას, მას იქ რამე საჭიროებას გამოუჩენს".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
"როცა ეს აიათი იქნა გარდმოვლენილი: «მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!». (სურა ათ-თაქასურ: 8) ზუბაირმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო რომელ კეთილდღეობაზე დაგვეკითხებიან, როცა მხოლოდ ორი რამ გვაქვს – ხურმა და წყალი?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჭეშმარიტად, ეს ნამდვილად მოხდება».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«ვინც ავნებს ალლაჰი მას ავნებს, ხოლო ვინც სირთულეებს შეუქმნის, ალლაჰი მასაც სირთულეებს შეუქმნის».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მე ერთ მოგზაურობაში ვიყავი ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ერთ დღეს დილით, როდესაც მასთან ახლოს ვიყავი და ჩვენ ვაგრძელებდით სვლას: ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი საქმე, რომელიც სამოთხეში შემიყვანს და ჯოჯოხეთისგან დამაშორებს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს, ეთაყვანე ალლაჰს და არავინ გაუთანაბრო მას, სწორად შეასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანი და ჰაჯობა ალლაჰის სახლში». შემდეგ მან თქვა: «გსურს, გაჩვენო სიკეთის კარები?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". ბრძანა: «მარხვა არის ფარი. ქველმოქმედება აქრობს ცოდვებს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს და ღამის ლოცვაც (სიკეთის კარებს მიეკუთვნება)». შემდეგ წაიკითხა აიათები: {ისინი საწოლებიდან წამოდგებიან...} სიტყვებამდე: ...რასაც აკეთებდნენ}. შემდეგ თქვა: «გინდა გაგაცნო რელიგიის საფუძველი, მისი საყრდენი და მწვერვალი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «საქმის საფუძველი არის ისლამი, მისი საყრდენი - ლოცვა და მწვერვალი - ჯიჰადი». შემდეგ მან თქვა: «გინდა გითხრა ამ ყველაფრის არსი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის მოციქულო". მან თავისი ენა თითებით დაიჭირა და თქვა: «აი, ეს დაიცავი». მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ნუთუ იმ სიტყვებზე, რასაც ვამბობთ, პასუხს ვაგებთ?" მან თქვა: «დედაშენმა დაგკარგოს შენ ო მუ'აზ! ნუთუ ადამიანებს თავით ან ცხვირით ჯოჯოხეთში ჩაყრიან სხვა რამის გამო, გარდა იმისა რაც მათმა ენამ დათესა?»
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს რათა სარგებლობა მოგიტანონ, ვერ მოგიტანენ სარგებლობას იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ.
«მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«იუდეველები— ისინი არიან, ვისზეც ალლაჰის რისხვა მოვიდა, ხოლო ქრისტიანები — გზიდან აცდენილნი არიან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ