Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ან-ნასააიმ "ალ-ქუბრა-ში", იბნ მააჯამ მისი მნიშვნელობით და აჰმადმა.
«კაცი თავისი მეგობრის რწმენაზეა, ამიტომ თითოეულმა თქვენგანმა შეხედოს, ვინ არის მისი მეგობარი».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«განკითხვის დღე არ დადგება მანამ, სანამ დრო არ დაჩქარდება. წელიწადი იქნება როგორც თვე, თვე — როგორც კვირა, კვირა — როგორც დღე, დღე — როგორც საათი, ხოლო საათი იქნება როგორც დრო, რაც საჭიროა პალმის ტოტის დაწვისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა