Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

28 of 841 cards

Clear filters
«ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მე ჩავედი ბანუ ‘ამირის დელეგაციასთან ერთად ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჩვენ ვუთხარით: "შენ ჩვენი ბატონი ხარ". მან თქვა: «ბატონი არის ალლაჰი». ჩვენ ვუთხარით: "შენ ხარ ჩვენ შორის საუკეთესო და ყველაზე პატივსაცემი". მაშინ მან თქვა: «თქვით ის, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, ან თქვით ნაწილი იმისა, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, მაგრამ [არ გადააჭარბოთ და] ნუ მისცემთ შაიტანს შესაძლებლობას, რომ შეგიტყუოთ!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
"როდესაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუნაინისკენ მიემართებოდა, გზად მან გაიარა ხე, რომელიც კერპთაყვანისმცემლებს ეკუთვნოდა და რომელსაც "ზათუ ანვაატ" ეწოდებოდა, სადაც ისინი თავიანთ იარაღს კიდებდნენ. საჰაბებმა უთხრეს: "ო, ალლაჰის მოციქულო, მოგვინიშნე ჩვენთვისაც "ზათუ ანვაატ", როგორიც მათ აქვთ". მოციქულმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას უპასუხა: «დიდება ალლაჰს! ეს იგივეა, რაც მუსას ხალხმა თქვა: {გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, როგორც მათ ჰყავთ ღმერთები.} [ალ-ა'რააფ: 138] ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, აუცილებლად გაჰყვებით იმ ხალხის გზას, ვინც თქვენამდე იყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან"».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
«ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - მას შეცდომები ვერაფერს ავნებს; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - მას მისი სიკეთეები ვერაფერს არგებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა