Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"მე ვიყავი მოზარდი ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მზრუნველობაში და ჩემი ხელი თეფშში აქეთ-იქით მოძრაობდა. ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «ბიჭუნა, თქვი ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), ჭამე მარჯვენა ხელით და იმ მხრიდან, რაც შენთან ახლოს არის». ამის შემდეგ ყოველთვის ასე ვჭამდი.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით მარცხენა ხელით მიირთვა, და უთხრა მას: «მარჯვენა ხელით ჭამე». მან უპასუხა: არ შემიძლია. შუამავალმა თქვა: «არც შეგძლებოდეს, არაფერი უშლის მას ხელს ამაში, გარდა სიამაყისა», თქვა (გადმომცემმა): და ამის მერე მას პირთან ხელი არ წაუღია. (იგულისხმება მარჯვენა ხელი)
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როცა თქვენგან ვინმე ჭამს, დაე, ჭამოს მარჯვენა ხელით, და როცა სვამს, დაე, სვას მარჯვენა ხელით, რადგან სატანა ჭამს მარცხენა ხელით და სვამს მარცხენა ხელით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჩვენ, როდესაც ვესწრებოდით საჭმელს ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ვდებდით ჩვენს ხელს საჭმელზე, სანამ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ დაიწყებდა და არ დადებდა ხელს. ერთხელ ჩვენ ვიყავით მასთან ერთად საჭმლის დროს, და მოვიდა ერთი გოგონა, თითქოს ვიღაც უბიძგებდა მას, და მან სცადა ხელი მოეკიდა საჭმლისთვის. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიჭირა მისი ხელი, შემდეგ მოვიდა ერთი ბედუინი, თითქოს მასაც უბიძგებდნენ, და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიჭირა მისი ხელიც, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეშმაკი მიითვისებს საკვებს, როდესაც მასზე ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული, სწორედ ამიტომ მოიყვანა ეს გოგონა, რომ მისგან მიეთვისებინა საჭმელი, მაგრამ მე დავიჭირე მისი ხელი, შემდეგ მოიყვანა ეს ბედუინი, რათა მასაც მიეთვისებინა საჭმელი, მაგრამ მე დავიჭირე მისი ხელიც, ვფიცავ ალლაჰს, რომ მისი ხელი ჩემს ხელშია, გოგონას ხელთან ერთად».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა