Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

2 of 841 cards

Clear filters
„მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები, რომლებიც გვასწავლიდნენ ყურანს, გვიყვებოდნენ, რომ მათ ალლაჰის მოციქულისგან ათ-ათ აიათს სწავლობდნენ, და არ იღებდნენ სხვა ათ აიათს, სანამ არ გაიგებდნენ, რა ცოდნა და ქმედება იყო მათში. ისინი ამბობდნენ: 'ჩვენ ვსწავლობდით ცოდნას და ქმედებებს'."
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა
«სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე», შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი, მისი ანგელოზები, ცათა და მიწათა მცხოვრებლები – თუნდაც ჭიანჭველა თავის სოროში და თევზი ზღვაში – ვედრებას აღავლენენ იმ ადამიანისთვის, ვინც ასწავლის ხალხს სიკეთეს».
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა ალ-თირმიზიმ