Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

9 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (48)
"მე მოვისმინე, როგორ თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა: "ო, ადამის შვილო, ჭეშმარიტად, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმისა, რა ცოდვები გაქვს ჩადენილი, სანამ არ შეწყვეტ ჩემს მიმართ ვედრებას და იმედის ქონას ჩემზე! ო, ადამის შვილო, თუ შენი ცოდვები ცის ღრუბლებამდე მიაღწევს, ხოლო შემდეგ შენ ითხოვ ჩემგან მიტევებას, მე აუცილებლად გაპატიებ შენ, მიუხედავად იმ ცოდვებისა! ო, ადამის შვილო, თუ შენ ჩემთან მოხვიდე ისეთი ცოდვებით, რომლებიც დედამიწის ზომას აღწევს, მაგრამ ჩემს წინაშე წარსდგები ისე, რომ არავის შეუდარებ ჩემთან თაყვანისცემაში, მე აუცილებლად მოგანიჭებ შენ მიტევებას, რომელიც მოიცავს ყველა ამ ცოდვას!»
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა შეეკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდის იქნება საათი?" მოციქულმა უთხრა: «რა მოამზადე მისთვის?». მან თქვა: "არაფერი, გარდა იმისა, რომ მიყვარს ალლაჰი და მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)". მოციქულმა უპასუხა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "არაფერმა გაგვხარა ისე, როგორც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებმა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა ასევე თქვა: "მე მიყვარს მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), აბუ ბაქრი და უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და იმედი მაქვს, რომ მათი სიყვარულით მათთან ერთად ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მსგავსი საქმეები არ გამიკეთებია".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობელზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც მე ავმაღლდი მი'რაჯში, გავიარე ხალხთან, რომლებიც იხოკავდნენ თავიანთ სახეებსა და გულებს რკინის ბრჭყალებით, მე ვკითხე: ვინ არიან ეს ხალხი, ო, ჯიბრიილ? მან მითხრა: ეს ისინი არიან, ვინც სხვა ადამიანების ხორცს ჭამენ და მათ ღირსებას შეურაცხყოფენ».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის შეკრების ადგილი, რომელსაც მაცხოვრებლები ყოველ პარასკევს ესწრებიან. იქ უბერავს ჩრდილოეთის ნიავი, რომელიც ხვდება მათ სახეებსა და ტანსაცმელს, და ამის წყალობით მათი სილამაზე და მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება. შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებთან, უკვე მეტად დამშვენებულები და მიმზიდველები. მათი ოჯახის წევრები ეუბნებიან მათ: 'ვფიცავთ ალლაჰს, თქვენ კიდევ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები გახდით მას შემდეგ, რაც დაგვტოვეთ'. ხოლო ისინი პასუხობენ: 'ვფიცავთ ალლაჰს, რომ თქვენც კიდევ უფრო მშვენიერები და მიმზიდველები გახდით მას შემდეგ, რაც დაგტოვეთ'».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) ხშირად ამბობდა: «ო, გულთა გადამბრუნებელო, გაამყარე ჩემი გული შენს რელიგიაზე» მე ვუთხარი: "ო, ალლაჰის შუამავალო ჩვენ გიწამეთ და მივიღეთ ის, რითიც მოხვედი. მაინც გვეშინოდეს?" მან უპასუხა: «დიახ, რადგან გულები ალლაჰის თითებს შორისაა, და ის ატრიალებს მათ ისე, როგორც სურს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა