Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

12 of 841 cards

Clear filters
«საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
"როცა ეს აიათი იქნა გარდმოვლენილი: «მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ!». (სურა ათ-თაქასურ: 8) ზუბაირმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო რომელ კეთილდღეობაზე დაგვეკითხებიან, როცა მხოლოდ ორი რამ გვაქვს – ხურმა და წყალი?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჭეშმარიტად, ეს ნამდვილად მოხდება».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«იყავი ასკეტი ამქვეყნად და ალლაჰი შეგიყვარებს. და იყავი თავშეკავებული იმაში, რაც ადამიანებს აქვთ, და ადამიანები შეგიყვარებენ!»
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა იბნ მააჯამ და სხვებმა კარგი ისნადებით.
«მორწმუნე კაცსა და მორწმუნე ქალს არ შეუწყდებათ განსაცდელები, რომლებიც ეხება მათ თავად, მათ შვილებსა და ქონებას, ვიდრე ისინი ალლაჰს არ შეხვდებიან ყოველგვარი ცოდვის გარეშე».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა