Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

50 of 841 cards

Clear filters
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თავის მსახურით, რომელიც ადიდებს მას ყოველი ნაჭამი ლუკმისა და ყოველი დალეული ყლუპისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართმევენ ხელს, ეპატიებათ მათ ცოდვები მანამ, სანამ დაშორდებიან».
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) პერიოდში იყო ერთი კაცი სახელად აბდულლაჰ, მას ზედმეტსახელად ვირს ეძახდნენ, ის ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცინებდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ის ბევრჯერ გაროზგა დასალევის გამო, ერთ დღეს მოიყვანეს ის, ბრძანა მისი გაროზგვა და გაროზგეს, იქ მყოფთაგან ერთმა კაცმა თქვა: ო, ალლაჰ დაწყევლე ის, რა ხშირად მოჰყავთ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დაწყევლოთ ის, ვფიცავ ალლაჰს, ჭეშმარიტად, მას ალლაჰი და მისი შუამავალი უყვარს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვით, რადგან ის თქვენთვის საუკეთესო ტანსაცმელია, და მასში გაახვიეთ თქვენი მიცვალებულები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«მუსლიმი ის არის, ვისგანაც მუსლიმები დაცულნი არიან მისი ენისა და ხელისგან, ხოლო მუჰაჯირი ის არის, ვინც მიატოვებს იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული